„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№913
2023 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.01.2012წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016240) დამტკიცებული წესის 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 392. სპეციალური სარიტუალო მომსახურება და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურება
1. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასა და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის (შემდგომ − იუსტიციის სახლი) ქორწინების სერვისების მართვის დეპარტამენტისა და იუსტიციის სახლების კოორდინაციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სტრუქტურული ერთეულები (შემდგომ – სტრუქტურული ერთეული) და ტერიტორიული ორგანოები.
2. დასაქორწინებელი პირები, რომლებსაც სურთ ქორწინების რეგისტრაციასთან ერთად სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება, უფლებამოსილი არიან შესაბამისი განცხადებით მიმართონ ტერიტორიულ სამსახურს/იუსტიციის სახლის ნებისმიერ ტერიტორიულ ორგანოს/სტრუქტურულ ერთეულს და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებასთან ერთად ან მისი წარდგენის შემდგომ წარადგინონ განცხადება, რომელშიც უნდა მიუთითონ მომსახურების ზუსტი დრო, მომსახურების განმახორციელებელი იუსტიციის სახლის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო/სტრუქტურული ერთეული ან/და კონკრეტული მისამართი/ადგილი, სადაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურების ან/და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების მიღება. განცხადებასთან ერთად, დასაქორწინებელმა პირებმა უნდა წარადგინონ სპეციალური სარიტუალო მომსახურების/შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. სპეციალურ სარიტუალო მომსახურებასთან და შენობის გარეთ (ადგილზე) მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები, განცხადების წარდგენის წესი და ფორმა განისაზღვრება იუსტიციის სახლის თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.06.2023.
- როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.06.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №913. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017403.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.06.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №913, 05.06.2023, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017403 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5820184/