„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1095
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.017580
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/07/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1095

2025 წლის 11 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 19 მარტის №73 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/03/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016578) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით, ხოლო იმავდროულად დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

„თავი V

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 14

1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველო;

ბ) კვლევისა და ინოვაციური განვითარების სამმართველო.

2. პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის სამმართველო უზრუნველყოფს სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პოლიტიკის დაგეგმვის, შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდურ ხელმძღვანელობას, კოორდინაციასა და შესრულების თაობაზე ანგარიშგებას.

3. კვლევისა და ინოვაციური განვითარების სამმართველო უზრუნველყოფს თემატური, დარგობრივი, შედარებით-სამართლებრივი კვლევებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებას, მათ შორის, მონაცემთა და სტატისტიკის ანალიზსა და მათ საფუძველზე შესაბამისი ინიციატივების/რეკომენდაციების შემუშავებას, აგრეთვე ინოვაციური იდეების შემუშავებასა და, მათი განხორციელების მიზნით, ტექნოლოგიური განვითარების ხელშეწყობას.

მუხლი 15

1. დეპარტამენტში არსებულ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას;

გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;

დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უშუალოდ განიხილავს მათ ან სხვა მასალებს;

ე) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) აკონტროლებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულებას.

3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 15 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიპაატა სალია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2025.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1095. სარეგისტრაციო კოდი — 010320020.22.027.017580.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1095, 11.07.2025, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.027.017580 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6570338/