„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.016708
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №207

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 19 მარტის №73 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.016578) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორ­დინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო­ს ფუნქციების განხორციელება, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგ­ლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობა, ანალი­ტი­კური და ორგანიზაციული მხარდაჭერა; ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულება, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება, მათი შესრულების მონიტორინგი, შეფასება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;“.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორ­დინაციო საბჭოსა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო­ს ფუნქციების განხორციელებას, აღნიშნული საბჭოებისა და მათ ფარგ­ლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის ხელშეწყობას, ანალი­ტი­კურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას; ცალკეული სამუშაო ჯგუფის მომხსენებლის ფუნქციების შესრულებას, თემატური სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, მათი შესრულების მონიტორინგს, შეფასებასა და პერიოდული ანგარიშების მომზადებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი