„ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№122
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/07/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №122

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

„ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 010340000.22.027.016154 , 01 .07 .2011 ) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონის (შემდგომში – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი) პირველი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ამნისტიის მოთხოვნის შესახებ დადგენილი ფორმის განცხადება (დანართი №1) წარედგინება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), მის ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას (შემდგომში – უფლებამოსილი დაწესებულება).“.

2. მე -7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. ამნისტიას დაქვემდებარებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გადაგზავნა

 1. უფლებამოსილი დაწესებულება ვალდებულია არა უგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა, სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში წარადგინოს იმ პირთა სახელობითი სია, რომლებმაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიმართეს უფლებამოსილ დაწესებულებას ამნისტიის მოთხოვნის შესახებ განცხადებით. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურში წარდგენილ სიას თან უნდა დაერთოს შესაბამისი განცხადებების ასლები.

2. სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახური ყოველ ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოფს მიღებული განცხადებების გადაგზავნას საქართველოს მთავარ პროკურატურაში.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2012.
როდის იქნა მიღებული „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №122. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.22.027.016334.
რამდენი მუხლისგან შედგება „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ამნისტიის მოთხოვნით უფლებამოსილი დაწესებულებისათვის განცხადების წარდგენისა და განცხადების განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №122, 23.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1705989/