„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №479 |
|
2019 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 9 აგვისტოს №321 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.016821) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 273-ე ან 2731 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა დაერთოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ნარკოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ექსპერტის დასკვნა.“. 2. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს უფლებაჩამორთმეული პირის მოთხოვნასა და მის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) უფლებაჩამორთმეული პირის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განაჩენის ასლი, რომლის საფუძველზეც პირს ჩამორთმეული აქვს უფლებები და აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებული ყველა ის დოკუმენტი (განაჩენი, განჩინება, განკარგულება, გადაწყვეტილება, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ცნობა და სხვ.), რომლებიც გავლენას ახდენს პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე; გ) სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ექსპერტის დასკვნა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|