„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-25/ნ |
|
2022 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის №01-52/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/07/2019, 470230000.22.035.016620) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის („საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“) მე-3 მუხლს მე-20 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე - 25-ე პუნქტები:
„21. ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის საფუძველზე, დევნილ ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადი დაკმაყოფილდა და მოცემულ ეტაპზე არ არის საკმარისი გასანაწილებელი შესაბამისი საცხოვრებელი ფართი, სააგენტო გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას.
22. ამ მუხლის მე-21 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაპირების თანახმად, შესაბამისი საბინაო რესურსის შექმნამდე, დევნილი ოჯახი უფლებამოსილია წარადგინოს ექსპლუატაციაში მიღებული მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ინდივიდუალურ უძრავ ქონებად რეგისტრირებული ფართი (ბინა), რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუსყიდის სააგენტო. სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება:
ა) არაუმეტეს 550 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − ქ. თბილისში;
ბ) არაუმეტეს 470 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე − სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.
23. ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესყიდვის ფარგლებში, არ მიიღებს მონაწილეობას იმგვარ გარიგებაში, რომელშიც შესასყიდი უძრავი ქონება, ამ შესყიდვის განხორციელებამდე არის მყიდველი ოჯახის ახლო ნათესავ(ებ)ის (დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე, შვილი) საკუთრებაში.
24. ამ მუხლის 22-ე პუნქტის საფუძველზე დევნილი ოჯახის მიერ საცხოვრებელი ფართის წარმოდგენამდე, შესაბამისი საბინაო რესურსის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტო დევნილ ოჯახს შესთავაზებს საცხოვრებელ ფართს. დევნილი ოჯახის მიერ ამ საცხოვრებელ ფართზე უარის განცხადების შემთხვევაში ამ მუხლის მე-21 პუნქტის საფუძველზე გაცემული ადმინისტრაციული დაპირება ძალადაკარგულია.
25. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ამ მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში შესასყიდად წარმოდგენილი ინდივიდუალური უძრავი ქონება (ბინა) სააგენტოს მიერ შესაძლებელია შესყიდულ იქნეს ამ მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, იმ შემთხვევაში თუ სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადასტურდება, რომ მასში შექმნილია უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებელი პირობები.“.
|