„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 4 ივლისის N01-52/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-54/ნ |
|
2021 წლის 11 ივნისი ქ. თბილისი |
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021 – 2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის 1.11. პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,“.
2. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. „დევნილ ვეტერანთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ (დანართი №6).“.
2. ბრძანებით დამტკიცებული:
ა) №1 დანართის (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ცალკეულ დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი):
ა.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დევნილ ვეტერანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი (შემდგომში − წესი) ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს ქვეყნის შიგნით გადაადგილების შესახებ და ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-4 მუხლის „ლ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2021 – 2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №292 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის (შემდგომში − სამოქმედო გეგმა) შესაბამისად, ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების წესს.“;
ა.ბ) მე-3 მუხლის:
ა.ბ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ომის ვეტერან დევნილთა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად სააგენტოსათვის გადმოცემულ ან სააგენტოს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები.“;
ა.ბ.ბ) მე-5 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებ(ენ)ს როგორც აღნიშნული თანამშრომელი/თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №4) – „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანებით დამტკიცებული (დანართი №5) – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ბ) დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად, ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლების მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინასწარი შეფასების დასრულების შემდგომ, დეპარტამენტი, წინასწარი შედეგების ვებგვერდზე (www.moh.gov.ge; www.idp.gov.ge; ) გამოქვეყნების მიზნით, წინასწარი შეფასების შედეგებს გადასცემს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. წინასწარი შედეგების გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს უფლება აქვთ სააგენტოში დამატებით წარმოადგინონ ამ ბრძანებით გათვალისწინებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათთვის მინიჭებულ ქულებზე, საცხოვრებელ მისამართზე, ოჯახის შემადგენლობაზე და/ან გადასაცემ საცხოვრებელ ფართზე;“;
ა.ბ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები ეხმარებიან დეპარტამენტს განაცხადების მიღებაში, დამუშავებასა და მონაცემების მოძიება-გადამოწმებაში. ტერიტორიული სამმართველოების მიერ განაცხადების მიღებისა და მასზე თანდართული კითხვარის შევსების, ასევე მონაცემების მოძიება-გადამოწმების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადსა და მონიტორინგის ფორმას სააგენტოს მხრიდან ხელს აწერს შესაბამისი ტერიტორიული სამმართველოს თანამშრომელი/თანამშრომლები, რომლებიც განისაზღვრებიან სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“;
ა.ბ.დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ დევნილი ოჯახი, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას ან მის შემდგომ, განაცხადებს უარს, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტებით გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ან ხელს არ მოაწერს ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას, დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დევნილი ოჯახი და/ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ასეთი დევნილი ოჯახის განაცხადი, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტების ფარგლებში, არ განიხილება შემდგომი 3 (სამი) წლის მანძილზე.“;
ა.ბ.ე) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ 1 თვის ვადაში აისახება დევნილთა მონაცემთა ბაზაში.“;
ა.ბ.ვ) მე-17 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 და მე-19 პუნქტები:
„18. ამ წესის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილი ოჯახისათვის უძრავი ქონების (საცხოვრებელი ფართის) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა განხორციელდება ამ უძრავი ქონების 3 წლის განმავლობაში გასხვისების უფლების შეზღუდვის პირობით.
19. ამ წესით გათვალისწინებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში განიხილება მხოლოდ იმ დევნილი ოჯახების განაცხადები, რომელთა ოჯახის წევრთა ნახევარს მაინც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოჯახის არადევნილი წევრები არიან მეუღლე, შვილი და გერი.“.
ბ) №2 დანართის (საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი) „შენიშვნა 3“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა 3: ამ დანართის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქულა არ მიენიჭება იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სააგენტო, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის შესაბამისად უხდის ქირის თანხას.“;
გ) №6 (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესის მონიტორინგის ფორმა) და №7 (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით) დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|