„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-119
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016775
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/03/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-119

2023 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2021, 040030000.22.023.016675) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი

„ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

2. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის სტრუქტურული ერთეულია სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის განყოფილება.“.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. შიდა აუდიტის დეპარტამენტი

1. შიდა აუდიტის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავებას;

ბ) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/ მონიტორინგს;

გ) სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას;

დ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;

ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რისკფაქტორების გამოვლენასა და ანალიზს;

ვ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმით) სააგენტოს უფროსის და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნას;

ზ) სააგენტოში დასაქმებულ პირთა საქმიანობის პროცესში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, მათ გამოყენებასა და დაცვაზე კონტროლს.

2. ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;

ბ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აუდიტორული შემოწმების შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი (გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა);

ე) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, (გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა) დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა, (გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა) საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

ზ) სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა მიერ, (გარდა სააგენტოს უფროსისა და სააგენტოს უფროსის მოადგილეებისა) ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და სათანადო რეაგირება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა, რეკომენდაციების შემუშავება და სააგენტოს უფროსისთვის წარდგენა;

თ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში სააგენტოს უფროსის მოადგილეების მიერ ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენისას შესაბამისი წინადადების სააგენტოს უფროსისათვის წარდგენა;

ი) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;

კ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხების კონტროლი, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების განსაზღვრა, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა, დასაქმებულთა სწავლების, მათთვის ინფორმაციის მიწოდებისა და კონსულტაციის გაწევის უზრუნველყოფა;

ლ) ყოველი საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის ბოლომდე და ყოველი წლის დასაწყისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის გაგზავნა;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.”.

4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური

სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის  სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს განვითარების ერთიანი ხედვის, სტრატეგიის ან/და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და შესრულების მონიტორინგს;

ბ)  არასამთავრობო და კერძო სექტორთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს, სააგენტოს მონაწილეობით შეხვედრების ორგანიზებას;

გ) სააგენტოს საერთაშორისო პროექტების კოორდინაციას;

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“.

5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უზრუნველყოფს:

ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზოგადოების ინფორმირებას;

ბ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მართვას და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენას;

დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;

ე) საჭიროებისამებრ პრესკონფერენციების, საგანგებო ბრიფინგების, ინტერვიუების, ასევე სემინარების და ტრენინგების ორგანიზებას;

ვ) სააგენტოს სახელით ოფიციალური მიმართვებისა და განცხადებების გამოქვეყნებას;

ზ) სააგენტოს ლოგოს გამოყენებაზე, საიმიჯო ბეჭდვითი მასალის და სხვა ატრიბუტიკის დამზადების პროცესის კოოორდინაციას;

თ) საჯარო ინფორმაციის გაცემას;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია