„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-4/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-4/ნ

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 04/07/2014; 470230000.22.035.016269) დამტკიცებულ N1 დანართში (ნარკომანიის ჩანაცვლებითი  სპეციალური პროგრამით  მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის ეფექტური განხორციელებისათვის, განსაკუთრებულ შემთხვევათა განხილვის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალურ - ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით იქმნება ჩანაცვლებითი პროგრამების მართვის განხორციელების ზედამხედველობის საბჭო (შემდგომში - ზედამხედველობის საბჭო), რომლის შემადგენლობა განისაზღვრება: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა წარმომადგენლებით. ზედამხედველობის საბჭო, უფლებამოსილია, ცალკეული საკითხების დამუშავების პროცესში, მოიწვიოს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები.“.  

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სხვა, განსაკუთრებული სამედიცინო ან/და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით,  სამინისტროს ზედამხედველობის საბჭოს თანხმობით;“.

3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, პაციენტსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2015.
როდის იქნა მიღებული „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-4/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016317.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის N01-41/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №01-4/ნ, 19.02.2015, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016317 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2722291/