„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№88/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016823
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №88/ნ

2014 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის №84/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, №114, 09/09/2010, სარეგისტრაციო კოდი – 430030000.22.022.015153) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 10 სექტემბრი ს შემდგომი პირველი ორშაბათი , ხოლო  დასრულების თარიღად  - 10 ივნისი ს შემდგომი პირველი პარასკევი.“

2. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3 . საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წ ე ლი დასრულდეს20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს.“.

4. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 30 დეკემბერ იდან და გაგრძელდეს1 4 იანვრ ი ს ჩათვლით.“.

5. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული  სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების  თარიღები  შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები, ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო პერიოდი და სხვა), აგრეთვე,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.“.

6. 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„61. ამ ბრძანების  პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება  მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე