„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 08 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №92/ნ |
|
2015 წლის 5 აგვისტო ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის
№113/ნ
ბრძანებ ით
(www.matsne.gov.ge, 08
.06
.2012
, ს/კ:
430010000.22.022.016379) დამტკიცებულ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი1)
შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სკოლის გამოსაშვები გამოცდების დასრულებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ასევე განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის) და სენსორული (სმენისა და მხედველობის) დარღვევების მიხედვით სპეციალიზებული სკოლები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებენ სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგებს (იმ მოსწავლეთა სია, რომელთაც გამოცდების შედეგად მიიღეს დადებითი შეფასება და რომელთაც ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი) და ერთი სამუშაო დღის ვადაში გზავნიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო).“. ბ) მე- 9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი დაჩქარებული წესით გასცეს: ა) განცხადების წარდგენი ს დღიდან მე-5 სამუშაო დღეს; ბ) განცხადების წარდგენი ს დღიდან მე-3 სამუშაო დღეს; გ) განცხადების წარდგენი ს დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში. 4. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადებში გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცული იქნება საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|