„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.017996
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №15/ნ

2021 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“  მე- 2 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პროპორციულად გადანაწილება პარალელურ კლასებში. რიცხოვნობის განსაზღვრისას დამრგვალება ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასარგებლოდ.“;

ბ) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლეთა რიცხოვნობის განსაზღვრის ვადები დგინდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. საჯარო სკოლა ვალდებულია, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა) რიცხოვნობის შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ფარგლებში.

4. ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – მართვის სისტემა) ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლების სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების შესაბამისად საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობის შესახებ მონაცემების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი