„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №94/ნ |
|
2015 წლის 6 აგვისტო ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის
№113/ნ
ბრძანებ ის
(ვებგვერდი, 08
.06
.2012
წ., 430010000.22.022.016379) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წეს ში“(დანართი
1)
შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის მე-7 მუხლის:
1. მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომე რ ი და გამოცემის თარიღი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;“.
2. მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს შესაბამის არქივს, საგანმანათლებლო დაწესებულებას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს (შემდგომში – რესურსცენტრი), ხოლო პირის მიერ ზ ოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის ან ზოგადი განათლების ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღების შემთხვევაში - შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. 10 . საინფორმაციო სისტემა უფლებამოსილია რესურსცენტრს მიმართოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებ ი ს შესახებ მონაცემების მოპოვებას იმ საგანმანათლებლო დაწესებულებ იდან , სადაც დაასრულა პირმა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.“.
3. 121 და 122 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებ ი ს შესახებ ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, საინფორმაციო სისტემა არაუგვიანეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი ს დუბლიკატის გაცემისათვის განსაზღვრული ვადისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობებს ტერიტორიულს სამსახურს, რომელიც უარს ეტყვის განმცხადებელს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემაზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.08.2015.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №94/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.017000.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №94/ნ, 06.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017000 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2936690/