„ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.016598
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №78/ნ

2013 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

 

,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებით (ვებგვერდი, 08/06/2012, სარეგისტრაციო კოდი − 430010000.22.022.016379) დამტკიცებულ ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესში“ (დანართი №1) შევიდეს ცვლილება და:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. სკოლა ვალდებულია იმ პირთა სია, რომლებმაც დაძლიეს საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე, აგრეთვე იმ პირთა სია, რომლებმაც დაძლიეს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მიაწოდოს საინფორმაციო სისტემას სასწავლო წლის დასრულებიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში – ექსტერნატის გამოცდების შედეგების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გაცემა ხდება 14 წლის ასაკს მიღწეული, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე მოსწავლის ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის (შემდგომში – დაინტერესებული პირი) განცხადების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად.“;

გ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

,,10. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი გადაეცემა:

ა) დაინტერესებულ პირს;

ბ) სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;

გ) განცხადებაში მითითებულ სრულწლოვან ქმედუნარიან პირს.

11. ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გადაცემის ფაქტს მისი მიმღები პირი ადასტურებს ხელმოწერით.“;

დ)  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,2.  საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს  ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  მისაღებად ტერიტორიული სამსახურისათვის მიუმართაობის,  ასევე ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემაზე უარის თქმის ან მისი განმეორებით მიღების სურვილის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მიმართოს ტერიტორიულ სამსახურს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით.“;

ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ტერიტორიული სამსახური, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს გასცემს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში.“;

ვ) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. 2012-2013 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სკოლის გამოსაშვები გამოცდების საბოლოო შედეგებს (იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები), აგრეთვე იმ პირთა სიას, რომლებმაც დაძლიეს საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონე და მონაწილეობა არ მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საშუალო საფეხური დაძლიეს ექსტერნატის ფორმით) არა უგვიანეს 2013 წლის 10 ივნისისა უგზავნის საინფორმაციო სისტემას, რომელიც წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი