„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №94/ნ |
|
2023 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ოლიმპიადის მონაწილე – საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლე, რომელიც შესაბამისი საგნის მიხედვით დარეგისტრირდა ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ამ წესის შესაბამისად.“;
2. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა შეუძლია როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეს, რომელიც დარეგისტრირდება ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.“.
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 – 13 პუნქტები:
„11. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში, ელექტრონულად, სპეციალური ელექტრონული პროგრამის (სარეგისტრაციო პროგრამის) გამოყენებით.
12. რეგისტრაციის დროს მოსწავლე:
ა) ირჩევს იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელებას, სადაც სწავლობს, ასევე შესაბამის რეგიონსა და მუნიციპალიტეტს;
ბ) შესაბამის ველში უთითებს თავის პირად ნომერსა და მობილური ტელეფონის ნომერს;
გ) ირჩევს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფარგლებში ჩასაბარებელ საგანს/საგნებს;
დ) ავსებს პაროლის ველს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში (სარეგისტრაციო პროგრამაში) შესვლას.
13. რეგისტრაციის დადასტურების თაობაზე შეტყობინებას მოსწავლე მიიღებს მობილურ ტელეფონზე.“;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არის წინა წლის შესაბამისი საგნის/საგნების ოლიმპიადის გამარჯვებული ან საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის წინა წლების ეროვნული/სასკოლო ნაკრები გუნდის წევრი/რეზერვისტი და იგი საპატიო მიზეზით ვერ გაივლის რეგისტრაციას/ვერ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადის პირველ ან მეორე ტურში, მას უფლება აქვს გავიდეს ოლიმპიადის შემდეგ ტურში იმ საგანში/საგნებში, რომლებზეც ვერ მიიღო მონაწილეობა პირველ ან მეორე ტურში. საპატიო მიზეზს განსაზღვრავს ცენტრი. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილის ან წინა წლების ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის/რეზერვისტის თაობაზე ცენტრი ეყრდნობა სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.09.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №94/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018349.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №94/ნ, 27.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018349 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5927193/