საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5278
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.003.007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 29, 27/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მეორე წიგნის მესამე კარის მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში“.

2. 208-ე და 209-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა

თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის ადგილს.“.

3. 210-ე–213-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. 214-ე მუხლის შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„II. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის“.

5. 215-ე–232-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5278–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5278. სარეგისტრაციო კოდი — 040.000.000.05.001.003.007.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №5278, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.003.007 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/19804/