საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-11 მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) შვილად აყვანის საქმეებს.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. შვილად აყვანის საქმის განსჯადობა
ბავშვის შვილად აყვანის შესახებ სარჩელი შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში მშვილებლის ან გასაშვილებელი ბავშვის ადგილსამყოფლის მიხედვით.“.
3. 310-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2007 წლის 18 დეკემბერი.
№5628–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 18.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5628. სარეგისტრაციო კოდი — 060.000.000.05.001.003.093.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ“, №5628, 18.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.003.093 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/20290/