„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.134.016114
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

      ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2013 წლის 2 აგვისტო

დაბა ქედა

 

„ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქედის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 თებერვლის №6 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ 02.03.2010; №25; გვ. 7, სარეგისტრაციო კოდი 190.020.030.35.134.002.082) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2. ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები

1. წლიური ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) პროგრამისათვის და ქვეპროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების 5%-ის ფარგლებში (გარდა სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ასიგნების გადანაწილება, მე-3 მუხლით დადგენილი წესით, შეიძლება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის (შემდგომში - საკრებულოს თავმჯდომარე) ბრძანების შესაბამისად.

 3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და მხარჯავი დაწესებულების (საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის) მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში - საფინანსო სამსახური) უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი  თანხების  შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

  „3. მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე მხარჯავმა დაწესებულებამ საფინანსო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომლის გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.

  4. საფინანსო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.

  5. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (რაც ფორმდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით), საფინანსო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

  6.  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტითა და აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან  თანხის  გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო სამსახური ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ბრძანების გამოცემის შემდეგ საფინანსო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული  გეგმის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი №2:)  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე



დანართი 2

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური

 

გეგმის ცვლილების ცნობა №

 

20   წლის  „__“   _________

 

(მხარჯავი დაწესებულების, საბიუჯეტო ორგანიზაციის,

პროგრამის,  ქვეპროგრამისა და  პროგრამული  კოდი)

 

(ცვლილების საფუძველი-სამართლებრივი აქტი)

 

20  წლის „_____“ ___________________

 

______________________________________________________________________________________

(ცვლილების შინაარსი)

                                                                                                                                                                                           (ლარებში)

პროგრამული კოდი

საბიუჯეტო ორგანიზაცია, მხარჯავი დაწესებულება, პროგრამა, ქვეპროგრამა

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი

ცვლილების თანხა +/-

(გადიდებული, შემცირებული)

წლიური

მათ შორის: კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჯამი

 

 

 

 

 

 

 

დაფარვის ან მიმართვის წყარო

1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება

2. სარეზერვო ფონდი

3. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი

4. დანარჩენი ცვლილება.

 

საფინანსო სამსახურის უფროსი:

 

პასუხიმგებელი შემსრულებელი: