სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2018 წლის 15 იანვარი ქ. სენაკი |
ა) „სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი“(დანართი №1);
ბ) ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ფორმა (დანართი №2);
გ) ,,სენაკის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში (დანართი №3).
|
მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
2. წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებს და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს ((გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა) ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.
4. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების, კოდის შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში.
5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, პროგრამული კოდის ან/და პროგრამის დამატება) სენაკის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში ეს ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას მერის სამართებლივი აქტის – ბრძანების საფუძველზე.
7. იმ შემთხვევაში, თუ სენაკის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის ასიგნებების გადანაწილებით არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა, კვარტალებს შორის თანხების გადანაწილებას ახორციელებს პირველადი სტრუქტურული ერთეული – სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესაბამისი სამსახურების მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2. მოთხოვნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს მერიის შესაბამისი სამსახურისგან წარედგინება წერილობითი სახით, ხოლო მხარჯავი ორგანიზაციის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახურისთვის წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის და ამ სამსახურის წერილობით რეკომენდაციის საფუძველზე. მათვე ეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა წერილის შინარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, მერს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი ან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი) ასიგნების გადანაწილების თაობაზე.
4. გადანაწილების თაობაზე მერის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ შესაბამის სამსახურს და საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
5. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას, ახორციელებს ცვლილებას დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტში და ელექტრონული ფორმით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
6. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გადანაწილების საფუძველს წარმოადგენს მერის სამართლებრივი აქტი – ბრძანება, რომლითაც ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო ფონდით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
|
201- წლის ,,- - - - - “ ,, - - - - - - - - - - - - - -“ (საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი) (ცვლილების საფუძველი დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება) ცვლილების შინაარსი
დაფინანსების ან მიმართვის წყარო 1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან. 2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან. 3. წინა წლების დავალიანების დაფარვა. 4. დანარჩენი ცვლილება.
|
2. ეს წესი არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობით განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვას, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებში თანხების ასახვის და მათ შორის გადანაწილების მექანიზმებს, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ა(ა)იპ-ის მოთხოვნას, მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ასიგნებების გადანაწილების თაობაზე ცვლილების შეტანის შესახებ, მერიის შესაბამისი სამსახურისთვის სათანადო ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით, ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში.
4. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად ა(ა)იპ-ი, მერიის შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.
5. განხორციელებული ცვლილებები ააიპ-ებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.