მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2013 წლის 2 აგვისტო ქ. ჭიათურა |
|
გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის თანდართული წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჭიათურის რაიონის გამგებლის 2005 წლის 6 აპრილის №68/11 დადგენილება ,,ქალაქის ტერიტორიაზე მანგანუმის მადნის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის აკრძალვის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავესაკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგიორგი კაპანაძე
დანართი №1ეს წესი განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის წესს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომატებული საფრთხის და გარემოს ზღვარსგადასული დაბინძურების გამო, რათა დაიცვას და შეინარჩუნოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემო.
მუხლი 2🔗
ამ წესის მიღების საფუძველს წარმოადგენს მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობით გამოწვეული გარემოს დაბინძურება და ჰაერის დამტვერიანება, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე იწვევს სავალი გზებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანებას. მისი მიზანია დაიცვას გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი.
მუხლი 3🔗
აიკრძალოს ქალაქის ჭიათურის ტერიტორიაზე მანგანუმის ნედლი მადნით დატვირთული მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების გადაადგილება ცხოვრებაძის ქუჩის №30-დან (ე.წ. მემორიალის დასახლება) მღვიმევის ქუჩის №1-მდე (ყოფილი პრესის სახლი).
მუხლი 4🔗
1.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მანგანანუმის კონცენტრატითა და სხვა წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანების მოძრაობა დასაშვებია მჭიდრო საფარით, გარეცხილი საბურავებით და ყველა იმ ნორმის დაცვით (სიჩქარის შეზღუდვა, ტვირთის ზღვრულად დასაშვები მოცულობა), რაც არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას.2.
სატვირთო მანქანების მოძრაობა იკრძალება ღამის 24 საათიდან დილის 7 საათამდე, ზაფხულის თვეებში დამატებით დღის 12 საათიდან 16 საათამდე.
მუხლი 5🔗
1.
აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია ფორსმაჟორულ შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს გადამზიდავის მიერ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ დადგენილების მეოთხე მუხლის მოთხოვნები.2.
აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილების ნებართვა გაიცემა მხოლოდ განსაზღრული ვადით, გადამზიდავი კომპანიის მიერ წერილობით დასაბუთებული პრობლემის აღმოფხვრამდე.მანგანუმისა და სხვა წიაღისეულის გადამზიდავი მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების დასახლებული პუნქტების სიახლოვეს მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი დამტვერიანების ან დაბინძურების შემთხვევაში აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და გადარეცხვა ეკისრება გადამზიდავ ფირმას, ასევე მას ეკისრება ტერიტორიის სისტემატური მორწყვა.