„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №54 |
|
2013 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 6 დეკემბრის №53 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 360050000.22.023.016093, 08/12/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები:
„მ) „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 12).“; ნ) „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 13); ო) „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 14); პ) „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 15)“.
|
2.
ბრძანების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანება;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ჭაჭუნის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. |
მუხლი 2.
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო |
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ჭაჭუნის აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის,აღდგენისა და გამოყენების საკითხებს.
|
მუხლი 3.
ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები |
1.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: |
ა)
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; |
ბ)
ჭაჭუნის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა; |
გ)
ჭაჭუნის აღკვეთილში საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა,
ჭალის ტყის ეკოსისტემ ებ
ის შენარჩუნება და აღდგენა.
|
2.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვას და აღდგენას; |
ბ)
უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; |
გ)
ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; |
დ)
ჭაჭუნის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; |
ე)
განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; |
ვ)
უზრუნველყოს ჭაჭუნის აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის დაცვა, მოვლა და აღდგენა. |
მუხლი 4.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი
|
ჭაჭუნის აღკვეთილი მოიცავს „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 5200 ჰა. |
მუხლი 5.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
|
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: |
ა)
მართვადი დაცვის ზონა;
|
ბ)
ტრადიციული გამოყენების ზონა. |
მუხლი 6.
ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
|
1.
ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების დაცვის, შენარჩუნების და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის. |
2.
ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონ ის
საერთო ფართობი შეადგენს 1508 ჰა-ს და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის №№6, 11, 12, 13, 14, 15 კვარტალებს. |
3.
ჭაჭუნის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
არამანიპულაციური და მანიპულაციური
სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
|
დ)
აღდგენითი ღონისძიებები; |
ე)
სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება; |
ვ)
დაცვის ღონისძიებები, მათ შორის
ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა
; |
ზ)
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილება; |
თ)
დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა. |
მუხლი 7.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა
|
1.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქ. წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობათა დაცვის და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლისა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. |
2.
ჭაჭუნის აღკვეთილში ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 3692 ჰა ტერიტორიას და მოიცავს ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა
. |
3.
ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; |
ბ)
ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
გ)
ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
დ)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
ე)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
ვ)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; |
ზ)
დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
თ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; |
ი)
სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; |
კ)
მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; |
ლ)
საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; |
მ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; |
ნ)
გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება; |
ო)
ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; |
პ)
გზების და ბილიკების მოვლა და მოწყობა; |
ჟ)
ჭაჭუნის
აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნების მოწყობა, თიბვა, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა. |
4.
ჭაჭუნის
აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების
ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა. |
მუხლი 8.
ცხოველთა სამყაროს დაცვა ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე |
1.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. |
2.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ნადირობა და აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა. |
3.
ჭაჭუნის აღკვეთილის ტერიტორიის ტრადიციული გამოყენების ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნა ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა ხორციელდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |
4.
მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
ყორუღის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყორუღის აღკვეთილის დაშვებული საქმიანობების განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. |
მუხლი 2.
ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო
|
ყორუღის
აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყორუღის
აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის,აღდგენისა
და გამოყენების საკითხებს. |
მუხლი 3.
ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
|
1.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: |
ა)
ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; |
ბ)
ყორუღის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა; |
გ)
ყორუღის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემის ტყეების შენარჩუნება. |
2.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენა; |
ბ)
უზრუნველყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; |
გ)
ხელი შეუწყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; |
დ)
ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; |
ე)
განათლებისა და მეცნიერული კვლევაძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
|
ვ)
უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა. |
მუხლი 4.
ყორუღის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი |
ყორუღის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ' საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, საერთო ფართობით 2 068 ჰა და მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდ. იორის ხეობაში. |
მუხლი 5.
ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება |
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: |
ა)
მართვადი დაცვის ზონა; |
ბ)
ტრადიციული გამოყენების ზონა. |
მუხლი 6.
ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები |
1.
ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის. |
2.
ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 120,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-13 კვ-ის №№
8-9 ლიტერებს, მე-12 კვ-ის №№
8-9-9ა-10 ლიტერებს, მე-15 კვარტალის №№
4დ-4ე-5ა-5ბ-14-15-15ა-16-16ა ლიტერებს. |
3.
ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში
,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
|
ა)
არამანიპულაციური და მანიპულაციური
სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
|
დ)
აღდგენითი ღონისძიებები; |
ე)
სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება; |
ვ)
დაცვის ღონისძიებები, მათ შორის
ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა
;
|
ზ)
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილება; |
თ)
დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
მუხლი 7.
ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობა |
1.
ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. |
2.
ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 1946,6 ჰა ტერიტორიას და მოიცავს ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა. |
3.
ტრადიციული გამოყენების ზონაში
,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
|
ა)
ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; |
ბ)
ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
გ)
ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
დ)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
ე)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
ვ)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; |
ზ)
დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
თ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; |
ი)
სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; |
კ)
მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; |
ლ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; |
მ)
გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება; |
ნ)
ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; |
ო)
გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა; |
პ)
სამოყვარულო და სპორტული თევზაობა; |
ჟ)
ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 53 საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა; |
რ)
ყორუღის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა. |
4.
მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
ივრის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ივრის აღკვეთილის დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. |
მუხლი 2.
ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო |
ივრის აღკვეთილის
ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ივრის
აღკვეთილის არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის,აღდგენისა
და გამოყენების საკითხებს. |
მუხლი 3.
ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები |
1.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: |
ა)
ივრის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; |
ბ)
ივრის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა; |
გ)
ივრის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება. |
2.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანები: |
ა)
ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; |
ბ)
უზრუნველყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; |
გ)
ხელი შეუწყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; |
დ)
ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; |
ე)
განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
|
ვ)
უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა. |
მუხლი 4.
ივრის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი |
ივრის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საერთო ფართობით 1 336 ჰა და მდებარეობს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდ. იორის ხეობაში. |
მუხლი 5.
ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება
|
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: |
ა)
მართვადი დაცვის ზონა; |
ბ)
ტრადიციული გამოყენების ზონა; |
მუხლი 6.
ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები
|
1.
ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის. |
2.
ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 26,6 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-5 კვარტალის №№
14-15-16-18-19 ლიტერებს. სულ მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 147,0 ჰექტარს. |
3.
ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
|
ა)
არამანიპულაციური და მანიპულაციური
სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;
|
დ)
აღდგენითი ღონისძიებები; |
ე)
სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება; |
ვ)
დაცვის ღონისძიებები, მათ შორის
ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების, როგორიც არის ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისგან გაწმენდა და მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა
;
|
ზ)
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო-სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო, მოტოტრანსპორტით გადაადგილება; |
თ)
დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა. |
მუხლი 7.
ივრის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა |
1.
აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის. |
2.
ივრის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონა შეადგენს 1309,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს ივრის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-6 მუხლით განსაზღვრული ტერიტორიისა. |
3.
ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; |
ბ)
ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
გ)
ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
დ)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
ე)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
ვ)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; |
ზ)
დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
თ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; |
ი)
სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; |
კ)
მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; |
ლ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; |
მ)
გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება; |
ნ)
ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; |
ო)
გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა; |
პ)
სამოყვარულო და სპორტული თევზაობა; |
ჟ)
ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სოციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 53 საშეშე მერქანი), ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა; |
რ)
ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა; |
4.
მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი
|
,,ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობის განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს. |
მუხლი 2.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო
|
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფარგლებში,
24451
ჰა ფართობზე,
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის კატეგორიებში განსაზღვრული რეჟიმით ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენის, მდგრადი გამოყენების საკითხებსა და დაშვებულ საქმიანობებს. |
მუხლი 3.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები
|
1.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: |
ა)
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლისა და აღდგენის, ამ რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; |
ბ)
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების
განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა. |
2.
დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; |
ბ)
უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; |
გ)
ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; |
დ)
დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პრობების შექმნა; |
ე)
უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა. |
მუხლი 4.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მდებარეობა და საერთო ფართობი
|
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების(ლაგოდეხის
სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი)
მდებარეობა და საერთო ფართობი განსაზღვრულია ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი ს მე-12 და მე-13 მუხლებით
. |
მუხლი 5.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა |
1.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 19749
ჰექტარ ფართობს. |
2.
ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
ბ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
გ)
სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; |
დ)
მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; |
ე)
აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარება (დაცვის ინფრასტრუქტურ ა
და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); |
ვ)
უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება. |
მუხლი 6.
ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი
|
ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს 4702
ჰექტარს. |
მუხლი 7.
ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება
|
გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: |
ა)
ადმინისტრაციული ზონა;
|
ბ)
ტრადიციული გამოყენების ზონა; |
მუხლი 8.
ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა
|
1.
ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 20.6 ჰა ფართობს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
|
ა)
|
ბ)
|
გ)
|
დ)
|
ე)
|
2.
ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – ადმინისტრაციული ეზო, თავლა, რეინჯერთა თავშესაფარი, საპატრულე ცხენებისთვის საძოვარი, სათიბი და ცხენების საკვებისათვის მარცვლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით სახნავი მიწის ფართობი |
3.
ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციულ ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები: |
ა)
ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
ბ)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
გ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
დ)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; |
ე)
დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
ვ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; |
ზ)
სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; |
თ)
მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; |
ი)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; |
კ)
ფეხით და ცხენით გადაადგილება; |
ლ)
ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; |
მ)
გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა; |
ნ)
მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა
და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა; |
ო)
მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;
|
მუხლი 9.
ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა
|
1.
ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 4681.4
ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლი თ
განსაზღვრული ტერიტორიისა. |
2.
ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დაშვებულია შემდეგი საქმიანობები:
|
ა)
ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა; |
ბ)
არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; |
გ)
საგანმანათლებლო საქმიანობა; |
დ)
საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება; |
ე)
დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა; |
ვ)
აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა; |
ზ)
სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება; |
თ)
მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; |
ი)
საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; |
კ)
ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა; |
ლ)
გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება; |
მ)
ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; |
ნ)
გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა; |
ო)
მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სოციალური ჭრების (უპირატესად მოთხრილ-მოტეხილი და ზეხმელი) შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა (არსებული რესურსის გათვალისწინებით გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა არაუმეტეს 5 მ
3 საშეშე მერქანი), ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა; |
პ)
მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა; |
ჟ)
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა; |
რ)
განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
3.
მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელის შემწყობი პირობები. სოციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები. |