საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი:
„მუხლი 331. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციების გაუქმება
1. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციების პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსასწორებლად ეძლევა ხარვეზის აღმოჩენიდან 3 თვის ვადა. თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელმა უფლებამოსილმა ორგანომ ან/და დაინტერესებულმა პირმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციები უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.
2. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციების გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5282_რს