⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.05.2016)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.08.2013
ძალის დაკარგვა 03.05.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №317
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,073 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.08.2013 მიღება
03.05.2016 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №317 2013 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 31 მაისის №367 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სააგენტოს შექმნის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა) სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაცია, დასაქმების, მომსახურების, ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ფინანსური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც ფინანსდება ზემოხსენებული ფინანსური შეთანხმების ფარგლებში. 3. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი საბუღალტრო ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ლოგო და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. №15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. სააგენტოს მიზნებია: ა) საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2012 წლის 9 ოქტომბერს გაფორმებული ფინანსური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ბ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007  წლის  2 თებერვლის   N47 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიითა“ (შემდგომში - სტრატეგია) და „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის N 1162 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ (შემდგომში - სამოქმედო გეგმა)  დასახული მიზნების განხორციელების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; გ) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციის კუთხით, ასევე მათი სოციალური დაცვის სფეროში საერთაშორისო პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. 2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, ასევე მათი სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ბ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროგრამებითა და პროექტებით (შემდგომში – პროექტები) გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, განახლება, შეფასება და კოორდინაცია. 3. სააგენტოს საქმიანობის საგანია: ა) სააგენტოს ბიუჯეტის საფუძველზე სააგენტოს ყოველწლიური სამუშაო გეგმის შემუშავება და განხორციელება ევროკავშირთან/საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეთანხმებით; ბ) სააგენტოს საქმიანობისა და პროექტების მიმდინარეობის ანგარიშების დროულად მომზადება და ევროკავშირსა/საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და სამინისტროში წარდგენა; გ) პროექტებისათვის გათვალისწინებული სახსრების (გრანტის), მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა; დ) ბენეფიციარების ხელშეწყობა ტექნიკური დახმარების, ტრეინინგების, სასწავლო ტურებისა და საჭირო ინვენტარით აღჭურვის გზით; ე) შემეცნებითი მნიშვნელობის მქონე მასალების მომზადება, მისი ტირაჟირება და გავრცელება კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით; ვ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვის განხორციელება; ზ) სააგენტოს ანგარიშების ყოველწლიური დამოუკიდებელი აუდიტის უზრუნველყოფა; თ) დევნილთა ჩასახლებებში, განსაკუთრებით სოფლად, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ბიზნეს პროექტების დაფინანსების უზრუნველყოფა შესაბამისი პროექტების საფუძველზე საამისოდ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში; ი) სხვა საქმიანობა, რაც აუცილებელია სააგენტოს მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 2. დირექტორი, მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, წარმართავს სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 3. დირექტორი: ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ბ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ; დ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; ვ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და განსაზღვრავს სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) თავისი კოპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს ფინანსურ სახსრებს; კ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს პროექტების განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების დადებას; ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს მუშაობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს; მ) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის ყოველწლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს; ნ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამინისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; ო) სამინისტროში შესათანხმებლად წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს და შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს; პ) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ფინანსურ ანგარიშს; ჟ) წყვეტს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ასრულებს დირექტორის მიერ წერილობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას. 3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. 4. სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია სააგენტოს ქონებასთან და სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 5. სააგენტო ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებებს განახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით. მუხლი 5🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) ამ დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტში საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ფინანსური შეთანხმების ფარგლებში, სააგენტოს შექმნის მიზნით გამოყოფილი სახსრები; ბ) შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; გ) სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები სხვადასხვა არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო ორგანიზაციებისა თუ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗. ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 7🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.