⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2015)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2013
ძალის დაკარგვა 01.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/5
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,560 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2013 მიღება
01.03.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი მირიანე ოდიშარია მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/5 2013 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 1 აპრილის №3/141 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრიმირიანე ოდიშარია დანართი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის  ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 15 მარტის №142 ბრძანებულების შესაბამისად ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლე ორგანიზაციას. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი (შემდგომში – ცენტრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. 3. ცენტრის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები, ბეჭედი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ემბლემა და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრი უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები, იტვირთოს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ. 5. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №127. მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. ცენტრის ძირითად მიზანს წარმოადგენს: ა) საკონცერტო და სადადგმო (მუსიკალური სპექტაკლები) მოღვაწეობა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია-პროპაგანდა; ბ) თანამედროვე ქართული მუსიკალური შემოქმედების სტიმულირება; გ) ნიჭიერი შემოქმედებითი კადრების მოზიდვა-დაოსტატება; დ) მართვის ისეთი მექანიზმის დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას. 2.      თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია: ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს მოღვაწეობის თავისუფლებას შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრაში (რეპერტუარის არჩევა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაცია და სხვ.);  ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი პროდუქციის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს მუსიკალური ნაწარმოების შესრულების უფლება სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (ნაწარმოების ავტორთან შეთანხმებით) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, ნაწარმოების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ; გ) აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებები, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე სახის სამეურნეო-კომერციული საქმიანობა და ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას; ე) დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება; ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ორგანიზება გაუწიოს და განახორციელოს სხვადასხვა პროექტები (მათ შორის, ერთობლივი), შემსრულებელთა გაცვლა საზღვარგარეთის ქვეყნებთან; ზ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულებების შესაბამისად; თ) განახორციელოს ინდივიდუალური საკონცერტო თუ სადადგმო მოღვაწეობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ორგანიზება გაუწიოს და თავად მოაწყოს მუსიკალური, საქველმოქმედო და კომერციული აქციები, მათ შორის, კონკურსები, ფესტივალები, ფორუმები, გასვლითი კულტურული პროგრამები, სხვა სახის ღონისძიებები; ი) მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ მუსიკალურ და სხვა სახის აქციებში. დადოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები;  კ) დაამყაროს შემოქმედებითი ურთიერთობები სხვა მუსიკალურ ორგანიზაციებთან ნაწარმოებების შესასრულებლად და/ან ჩასაწერად; საჭიროების შემთხვევაში საკონცერტო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სოლისტ-შემსრულებლები, ორკესტრები, ანსამბლები და ა.შ.;  ლ) აწარმოოს ჩაწერები კომპაქტ-დისკებზე, აუდიო-ვიდეოკასეტებზე, ინტერნეტში, გადაიღოს ვიდეოფილმები, აწარმოოს საკუთარი შემოქმედებითი პროდუქციის რეალიზაცია და/ან გაქირავება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) ჩამოაყალიბოს სხვადასხვა შემადგენლობის ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით, თავისი პროფილის შესაბამისი სასწავლო ინსტიტუციები. 3. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 5. ცენტრი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „კულტურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ) წარმართოს შრომითი (მათ შორის, სახელშეკრულებო) ურთიერთობები საქართველოში მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული გარიგებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; დ) დაიცვას ცენტრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები. მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა და მართვა 1. ცენტრის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. ცენტრის მართვას ახორციელებენ: ა) ადმინისტრაციულ, სამეურნეო და საფინანსო დარგში – გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი); ბ) შემოქმედებით დარგში – სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი  (გენერალური მუსიკალური დირექტორი). 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სიმფონიური ორკესტრი (შემდგომში „ორკესტრი“) ბ) საგუნდო კაპელა (შემდგომში „კაპელა“) გ) ადმინისტრაცია; დ) ბუღალტერია; ე) სამხატვრო საბჭო. 4. ორკესტრს ყავს: ა) ორკესტრის საბჭო; ბ) მთავარი დირიჟორი (რომელიც ამავდროულად არის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი); გ) მთავარი მოწვეული დირიჟორი; დ) საპატიო დირიჟორი. 5. კაპელას ჰყავს: ა) კაპელის საბჭო; ბ) მთავარი ქორმაისტერი; გ) მთავარი მოწვეული ქორმაისტერი; დ) საპატიო ქორმაისტერი. მუხლი 4🔗. ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი): ა) წარმართავს ცენტრის და მისი სტრუქტურული ერთეულების ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებს (მენეჯერებს); გ) შრომით ხელშეკრულებებს დებს არჩეულ სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან, მთავარ მოწვეულ დირიჟორთან, საპატიო დირიჟორთან, ორკესტრის საბჭოს წევრებთან; არჩეულ მთავარ ქორმაისტერთან, მთავარ მოწვეულ ქორმაისტერთან, საპატიო ქორმაისტერთან, კაპელის საბჭოს წევრებთან; ცენტრის სამხატვრო საბჭოს წევრებთან; დ) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით, ორკესტრისა და კაპელის საბჭოების, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წარდგინებით განსაზღვრავს საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ე) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით, ორკესტრისა და კაპელის საბჭოების წარდგინებით, განსაზღვრავს შემოქმედებით პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წარდგინებით ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს, აგრეთვე მოკლე ვადით მოწვეულ სპეციალისტებთან დაკავშირებულ საკონტრაქტო პირობებს და დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს; ვ) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან, ორკესტრისა და კაპელის საბჭოებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს; ზ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს და ცენტრის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, დებს ხელშეკრულებებს (ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი წარდგინებების საფუძველზე, სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით), გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე; უფლებამოსილია მოიზიდოს დამატებითი ფინანსური და მატერიალური სახსრები; გამოაცხადოს ტენდერები; უხელმძღვანელოს ცენტრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა წარდგინებით ან პირადი გადაწყვეტილებით უფლებამოსილია დანიშნოს ხელფასების დანამატები, გასცეს პრემიები, ჯილდოები და ფინანსური დახმარება; თ) პასუხისმგებელია მიმდინარე და დაგეგმილი შემოქმედებითი ღონისძიებების ტექნიკურ უზრუნველყოფაზე; ი) ადმინისტრაციული პერსონალის თანამშრომელთა შერჩევის ან გადამზადების მიზნით, უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსები და ატესტაციები. ორკესტრისა და კაპელის შემოქმედებითი პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით ორკესტრის საბჭოსა და კაპელის საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე; კ) უფლებამოსილია მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი; ლ) ცენტრის გენერალურ მენეჯერს (ინტენდანტს) ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის და ცენტრის სამხატვრო საბჭოს წერილობითი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. მუხლი 5🔗. ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი:      ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი არის პროფესიით დირიჟორი ან სიმფონიური მუსიკის დარგში არანაკლებ 3 წლის სადირიჟორო გამოცდილების მქონე პირი, რომელიც: ა) უნდა იყოს არჩეული შემდეგი წესით: ორკესტრის საბჭო სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს ცენტრის სამხატვრო საბჭოს. სამხატვრო საბჭო და ორკესტრის საბჭო ერთობლივად კენჭს უყრიან სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს. კანდიდატი, რომელიც მიიღებს საბჭოების წევრების ხმათა უმრავლესობას  დასამტკიცებლად წარედგინება ორკესტრის სრულ შემადგენლობას (ორკესტრის იმ წევრებს, ვისაც აქვთ უვადო შრომითი ხელშეკრულება ორკესტრის მსახიობის თანამდებობაზე – შემდგომში “ორკესტრის ძირითადი წევრები”) და მტკიცდება სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედით. თუ კანდიდატი ვერ აგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, ორკესტრის საბჭო და ცენტრის სამხატვრო საბჭო მსჯელობს ახალ კანდიდატურაზე და განმეორებით ატარებს სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის არჩევისა და დამტკიცების პროცედურას. დამტკიცებულ სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან (გენერალური მუსიკალური დირექტორის) 4-წლიან შრომით ხელშეკრულებას დებს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი); ბ) მონაწილეობს თანამშრომელთა მიღებასა და გათავისუფლების საკითხების განხილვაში, მათთვის და მოწვეულ სპეციალისტთათვის საკონტრაქტო პირობების განსაზღვრაში, შინაგანაწესის მომზადებაში, საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრაში; გ) წარმართავს სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებით მოღვაწეობას და პასუხისმგებელია მის საშემსრულებლო ხარისხსა და საზოგადოებრივ რეპუტაციაზე; დ) ორკესტრის საბჭოსთან ერთად ადგენს ორკესტრის სარეპერტუარო გეგმას და მონაწილეობს მის განხორციელებაში; ე) ორკესტრის საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს სიმფონიური ორკესტრის შემადგენლობას, მუსიკოსთა პოზიციებს ორკესტრში და აკონტროლებს ორკესტრის  თანამშრომელთა შემოქმედებით-შრომით დისციპლინას; ვ) ორკესტრის საბჭოსთან ერთად მონაწილეობას იღებს სიმფონიური ორკესტრის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთებისა და სხვა საკონტრაქტო პირობების განსაზღვრაში; ზ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს სიმფონიურ ორკესტრსა და იცავს მის ინტერესებს. გენერალურ მენეჯერს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში გენერალური მენეჯერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს სიმფონიურ ორკესტრთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს სიმფონიურ ორკესტრთან დაკავშირებულ საკონსულტაციო, საორგანიზაციო ან სპონსორთა და მეცენატთა გაერთიანებებს, რომელთა მიზანია სიმფონიური ორკესტრის განვითარება და ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა; კ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს სხვა საკონცერტო ორგანიზაციებთან,      სოლისტ-შემსრულებლებთან, დირიჟორებთან, კომპოზიტორებთან, მუსიკალური სპექტაკლების დადგმის შემთხვევაში – რეჟისორებთან, მხატვრებთან, ქორეოგრაფებთან და სხვა შემოქმედებით პირებთან. მუხლი 6🔗. ორკესტრის საბჭო, მთავარი მოწვეული დირიჟორი, საპატიო დირიჟორი: ა) ორკესტრის საბჭოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით; ბ) მთავარი მოწვეული დირიჟორი არის შემოქმედებითი თანამდებობა, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით. ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორის (რომელიც შესაძლებელია იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეც) კანდიდატურას სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან და სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით წარადგენს ორკესტრის საბჭო და ირჩევენ ორკესტრის ძირითადი წევრები ხმათა ორი მესამედით, ხოლო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით; გ) საპატიო დირიჟორი არის მუდმივი შემოქმედებითი პოზიცია, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით. ორკესტრის საპატიო დირიჟორის კანდიდატურაზე ერთობლივად თანხმდებიან სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი, გენერალური მენეჯერი, სამხატვრო საბჭო და ორკესტრის საბჭო, რის  შემდეგაც მას ირჩევენ სიმფონიური ორკესტრის ძირითადი წევრები ხმათა სრული უმრავლესობით, ხოლო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით. მუხლი 7🔗. კაპელის მთავარი ქორმაისტერი კაპელის მთავარი ქორმაისტერი არის პროფესიით დირიჟორი ან საგუნდო მუსიკის დარგში არანაკლებ 3 წლის სადირიჟორო გამოცდილების მქონე პირი, რომელიც: ა) უნდა იყოს არჩეული შემდეგი წესით: კაპელის საბჭო მთავარი ქორმაისტერის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს ცენტრის სამხატვრო საბჭოს. სამხატვრო საბჭო და კაპელის საბჭო ერთობლივად კენჭს უყრიან მთავარი ქორმაისტერის ერთ ან რამდენიმე კანდიდატს. კანდიდატი, რომელიც მიიღებს საბჭოების წევრების ხმათა უმრავლესობას,  დასამტკიცებლად წარედგინება კაპელის სრულ შემადგენლობას (კაპელის იმ წევრებს, ვისაც აქვთ უვადო შრომითი ხელშეკრულება კაპელის მსახიობის თანამდებობაზე – შემდგომში კაპელის ძირითადი წევრები) და მტკიცდება სრული შემადგენლობის ხმათა ორი მესამედით. თუ კანდიდატი ვერ აგროვებს საჭირო რაოდენობის ხმებს, კაპელის საბჭო და ცენტრის სამხატვრო საბჭო მსჯელობს ახალ კანდიდატურაზე და განმეორებით ატარებს მთავარი ქორმაისტერის არჩევისა და დამტკიცების პროცედურას. დამტკიცებულ მთავარ ქორმაისტერთან 4 წლიან შრომით ხელშეკრულებას დებს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი). ბ) წარმართავს კაპელის შემოქმედებით მოღვაწეობას და პასუხისმგებელია მის საშემსრულებლო ხარისხსა და საზოგადოებრივ რეპუტაციაზე; გ) კაპელის საბჭოსთან ერთად ადგენს სარეპერტუარო გეგმას და მონაწილეობს მის განხორციელებაში; დ) კაპელის საბჭოსთან ერთად განსაზღვრავს კაპელის შემადგენლობას, მუსიკოსთა პოზიციებს კაპელაში და აკონტროლებს კაპელის თანამშრომელთა შემოქმედებით-შრომით დისციპლინას; ე) კაპელის საბჭოსთან ერთად მონაწილეობას იღებს კაპელის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთებისა და სხვა საკონტრაქტო პირობების განსაზღვრაში; ვ) საქართველოსა და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას წარმოადგენს კაპელას და იცავს მის ინტერესებს. გენერალურ მენეჯერს წარუდგენს რეკომენდაციას კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებით; აუცილებლობის შემთხვევაში გენერალური მენეჯერის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ხელს აწერს კაპელასთან დაკავშირებულ გარიგებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) უფლებამოსილია უხელმძღვანელოს კაპელასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო, საორგანიზაციო ან სპონსორთა და მეცენატთა გაერთიანებებს, რომელთა მიზანია კაპელის განვითარება და ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა; თ) ამყარებს შემოქმედებით ურთიერთობებს სხვა საკონცერტო ორგანიზაციებთან,     სოლისტ-შემსრულებლებთან, დირიჟორებთან, კომპოზიტორებთან და სხვა შემოქმედებით პირებთან. მუხლი 8🔗. კაპელის საბჭო, მთავარი მოწვეული ქორმაისტერი, საპატიო ქორმაისტერი: ა) კაპელის საბჭოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით; ბ) მთავარი მოწვეული ქორმაისტერი არის შემოქმედებითი თანამდებობა, რომლის     უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით. კაპელის მთავარი მოწვეული ქორმაისტერის (რომელიც შესაძლებელია იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეც) კანდიდატურას სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან და სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით წარადგენს კაპელის საბჭო და ირჩევენ კაპელის ძირითადი წევრები ხმათა ორი მესამედით, ხოლო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით; გ) საპატიო ქორმაისტერი არის მუდმივი შემოქმედებითი პოზიცია, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ცენტრის შინაგანაწესით. საპატიო ქორმაისტერის კანდიდატურაზე ერთობლივად თანხმდებიან სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი, გენერალური მენეჯერი, მთავარი ქორმაისტერი, სამხატვრო საბჭო და კაპელის საბჭო, რის შემდეგაც მას ირჩევენ კაპელის ძირითადი წევრები ხმათა სრული უმრავლესობით, ხოლო ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს ცენტრის გენერალური მენეჯერი (ინტენდანტი) სამხატვრო ხელმძღვანელთან/მთავარ დირიჟორთან შეთანხმებით. მუხლი 9🔗. ცენტრის სამხატვრო საბჭო: ა) არის სამუსიკო ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისა და გამოცდილების მქონე პირებით დაკომპლექტებული ცენტრის სათათბირო ორგანო, რომელიც ცენტრის დებულების მიხედვით სავალდებულო მონაწილეობას იღებს სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის, მთავარი მოწვეული დირიჟორის და საპატიო დირიჟორის, კაპელის მთავარი ქორმაისტერის, მთავარი მოწვეული ქორმაისტერის და საპატიო ქორმაისტერის კანდიდატურების შერჩევის და წარდგენის პროცესში; ბ) სამხატვრო საბჭოს ფუნქციები დანარჩენ შემთხვევაში სარეკომენდაციო ხასიათისაა; გ) სამხატვრო საბჭოს წევრობის ერთ კანდიდატს ცენტრს წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სამხატვრო საბჭოს წევრობის ორ ან მეტ კანდიდატს ირჩევს ორკესტრის საბჭო, სამხატვრო საბჭოს წევრობის ორ ან მეტ კანდიდატს ირჩევს  კაპელის საბჭო; დ) შესაბამისი წარდგინებების შემდეგ სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას ამტკიცებს ცენტრის გენერალური მენეჯერი და კოორდინაციას უწევს მის მუშაობას; ე) სამხატვრო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 5 წლის ვადით; ვ) სამხატვრო საბჭოს წევრები არ იღებენ შრომის ანაზღაურებას; ზ) სამხატვრო საბჭოს საჭიროების შემთხვევაში იწვევს ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი/მთავარი დირიჟორი, გენერალური მენეჯერი, ან ორკესტრისა და კაპელის საბჭოები; თ) სამხატვრო საბჭოს წევრთა ჩართვა თათბირში შესაძლებელია ინტერნეტის ან ტელეფონის საშუალებით; ი) სამხატვრო საბჭოსთან განიხილება ცენტრის შემოქმედებითი განვითარების სტრატეგია, სამხატვრო ხელმძღვანელის/მთავარი დირიჟორის, გენერალური მენეჯერისა და საბჭოს წევრების მიერ დასმული შემოქმედებითი საკითხები; კ) სამხატვრო საბჭოს წევრებს აქვთ უფლებამოსილება წერილობით მიმართონ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს ცენტრში არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩარევის მიზნით, ასეთის წარმოქმნის შემთხვევაში და გარკვეულ შემოქმედებით პროექტებში დაფინანსების მოსაპოვებლად რეკომენდაციის გაწევის მიზნით. მუხლი 10🔗. ცენტრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა 1.ცენტრი მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მისთვის სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 2.ცენტრის სარგებლობაში არსებული ქონება შედგება მის ბალანსზე არსებული მუსიკალური საკრავების, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა ქონებისაგან. 3.ცენტრის ქონებად ითვლება, აგრეთვე, ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი. მუხლი 11🔗. ცენტრის დაფინანსების წყაროები: 1.ცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტით გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული  შემოსავალი; დ) საწევროები და შენატანები; ე) ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები; ვ) საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ზ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება კონცერტების გადაღებით, მათი კინო-ვიდეო -და აუდიოჩანაწერების, სატელევიზიო, რადიო და სხვა სახის ტრანსლაციათა კომერციული მიზნებით გამოყენებით; თ) შემოსავლები, რომლებიც მიიღება ცენტრის მიერ მესამე პირებისათვის გაწეული კულტურული მომსახურების შედეგად; ი) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ გამოყოფილი გრანტები და შემოწირულობები; კ) სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ლ) სხვა შემოსავლები, რომლებიც ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით აკრძალულია. მუხლი 12🔗. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები: 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; 2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ცენტრის საქმიანობისა და მოღვაწეობის ძირითადი პრინციპების დაცვას და მის შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა; ბ) სახელმწიფო ცენტრის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;  2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 15🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია: ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.