„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№642
სარეგისტრაციო კოდი
310010010.08.002.016848
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №642

  2013 წლის 16 აგვისტო

        ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულების (სსმ, ვებგვერდი, 11.01.2013; 310010010.08.002.016729) პირველი პუნქტით დამტკიცებულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის „ვ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) (a) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (ან თანამესაკუთრე) – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე (ან თანამესაკუთრეზე) რეგისტრაციისას;“;

ბ) მე-3 მუხლის „ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ბ) (b) არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე – მიეთითება:

ვ.ბ.ა) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაცემულ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას;

ვ.ბ.ბ) სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის კუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციისას, რომლებიც აუქციონის გარეშე სარგებლობაში (უსასყიდლოდ) გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციებს;”;

გ) მე-3 მუხლის „ვ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.გ) (c) რეგისტრირებულია მესაკუთრის იდენტიფიცირების გარეშე – მიეთითება კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების დროებითი რეგისტრაციისას;“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2013.
როდის იქნა მიღებული „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №642. სარეგისტრაციო კოდი — 310010010.08.002.016848.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №12 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №642, 16.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 310010010.08.002.016848 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1990315/