სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.01.2013 ძალადაკარგული 01.11.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
310010010.08.002.016729
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №12

2013 წლის 10 იანვარი  

ქ. თბილისი

 

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის თანდართული ფორმა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუში და აღწერილობა.
3. ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს  მათი მოქმედების ვადით.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

1.

დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის თანდართული ფორმა.

2.

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუში და აღწერილობა.

3.

ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე გაცემულ „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნიმუშის სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეს  მათი მოქმედების ვადით.

4.

დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ფორმის სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობების დამზადება და საამისოდ საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

5.

ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6.

ამ ბრძანებულების პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2013 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

📎 დანართები (1)
1 cv_it.doc DOC

სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის

მოწმობის ფორმა

მუხლი 1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა

1. სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობა (შემდეგში – რეგისტრაციის მოწმობა) მზადდება ლამინირებული პოლიკარბონატის (შეურეველი, სუფთა პოლიკარბონატი) ფირფიტისაგან, მრავალშრიანი ტექნოლოგიით, ბარათის ფირფიტის გამოყენებით, დაწყობილი და ლამინირებული ერთიან მონოსხეულად სიმხურვალისა და წნევის პირობებში.

2. ISO/IEC 7810-ის მიხედვით მოწმობის ნომინალური ზომებია: სიგანე: 85.60 მმ (85.47 მმ – 85.72 მმ, ISO/lEC 7810), სიგრძე: 54.00 მმ (53.92 მმ – 54.03 მმ, ISO/lEC 7810), სისქე: 0.80 მმ (0.76 მმ – 0.84 მმ, ISO/lEC 7810).

მუხლი 2. რეგისტრაციის მოწმობის დიზაინი

1. რეგისტრაციის მოწმობის წინა მხარე, ავერსი – სურათი №1.

2. რეგისტრაციის მოწმობის უკანა მხარე, რევერსი – სურათი №2.

მუხლი 3. რეგისტრაციის მოწმობის მონაცემები

რეგისტრაციის მოწმობაში აისახება:

ა) (A) რეგისტრაციის ნომერი;

ბ) (B) სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი;

გ) (I) რეგისტრაციის თარიღი - გრაფაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების ბოლო რეგისტრაციის თარიღი;

დ) რეგისტრაციის მოწმობის უნიკალური ნომერი (ნომერი მიეთითება მოწმობის წინა მხარეს, ქვედა მარცხენა ნაწილში);

ე) (C.1) მონაცემები რეგისტრაციის მოწმობის მფლობელის შესახებ:

ე.ა) (C.1.1) გვარი ან ორგანიზაციის სახელწოდება;

ე.ბ) (C.1.2) სახელი;

ე.გ) (C.1.3) საქართველოში რეგისტრაციის ან დროებითი რეგისტრაციის ადგილი;

ე.დ) (C.1.4) პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) (C.4) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას ასახული მოწმობის მფლობელის უფლება ნივთზე, რომელიც აღინიშნება შემდეგნაირად:

ვ.ა) (a) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (ან თანამესაკუთრე);

ვ.ბ) (b) არ არის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე;

ვ.გ) (c) რეგისტრაცია განხორციელდა ნივთზე უფლების იდენტიფიცირების გარეშე;

ზ) (H) მოწმობის გაუქმების თარიღი – მიეთითება თარიღი, როდესაც მოწმობას ეწურება მოქმედების ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწმობა გაიცემა მოქმედების განუსაზღვრელი ვადით, აღნიშნულ გრაფაში გაევლება მოკლე ჰორიზონტალური ხაზი;

თ) (D) სატრანსპორტო საშუალება:

თ.ა) (D.1) მარკა;

თ.ბ) (D.2) ტიპი;

თ.გ) (D.3) მოდელი;

ი) (E) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი;

კ) (F) სატრანსპორტო საშუალების მასასთან დაკავშირებული მონაცემები:

კ.ა) (F.1) სრული მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

კ.ბ) (F.2) ნებადართული მაქსიმალური მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

ლ) (G) დაუტვირთავი მასა (მონაცემის ასახვა სავალდებულოა ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემთხვევაში);

მ) (P) სატრანსპორტო საშუალების ძრავასთან დაკავშირებული მონაცემები:

მ.ა) (P.1) ძრავის მოცულობა (სმ3-ობით);

მ.ბ) (P.2) მაქსიმალური სიმძლავრე (კვტ-ობით) - აისახება ასეთი მონაცემის არსებობის შემთხვევაში;

მ.გ) (P.3) საწვავის ტიპი ან ენერგიის წყარო;

მ.დ) (P.5) ძრავის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ნ) (Q) სიმძლავრე/წონის ფარდობა (კვტ/კგ-ობით) - მონაცემი აისახება მხოლოდ მოტოციკლეტის რეგისტრაციისას;

ო) (R) სატრანსპორტო საშუალების ფერი;

პ) (S) ადგილების რაოდენობა:

პ.ა) (S.1) დასაჯდომი ადგილების რაოდენობა, მძღოლის ადგილის ჩათვლით;

პ.ბ) (S.2) დასადგომი ადგილების რაოდენობა - მონაცემი აისახება მხოლოდ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი იმ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რომლის კონსტრუქცია ითვალისწინებს ფეხზე მდგომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობას.

მუხლი 4. უსაფრთხოების მახასიათებლები

1. რეგისტრაციის მოწმობა უნდა შეიცავდეს უსაფრთხოების შემდეგ მახასიათებლებს:

ა) ცისარტყელისებური ბეჭდვა;

ბ) საიდენტიფიკაციო (ქართულ-ინგლისური) წარწერების დატანა ლაზერული გრავირების მეთოდით;

გ) სხვადასხვა ტიპის ისეთი სტრუქტურების ბეჭდვა, რომლებიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებასა და სკანირებას, რომლებიც მთლიანობაში შექმნის ბარათის დამცავ ბადეს;

დ) ფონში, რომელიც არ ექვემდებარება ფოტოკოპირებას და სკანირებას, ინტეგრირებული მიკროტექსტი;

ე) რელიეფური (ამოტვიფრვის გზით) დაბეჭდილი მიკროტექსტი;

ვ) ვაზის ქართული ორნამენტი (ავერსის მარცხენა მხარეს, მთელ კიდეზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი);

ზ) ხელოვნური ორთოგრაფიული შეცდომა;

თ) ულტრაიისფერი მელანი (რეგისტრაციის მოწმობაზე ულტრაიისფერი მელნით დატანილი გამოსახულებები უხილავია ჩვეულებრივი განათების პირობებში და ხილული ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ);

ი) საღებავი, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს (ავერსზე, ქვედა მარჯვენა კუთხეში გამოსახულია სააგენტოს ლოგო, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან შეხედვისას იცვლის ფერს);

კ) რელიეფური (ამოტვიფრული) სტრუქტურით შექმნილი გამოსახულება;

ლ) ტვიფრული ნიშანი, ე.წ. „2D ბარკოდი“.

2. უსაფრთხოების მახასიათებლების რეგისტრაციის მოწმობაზე დატანის პირობებს განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია რეგისტრაციის მოწმობის დამზადებისას გამოიყენოს უსაფრთხოების დამატებითი მახასიათებლები.

სურათი №1

[pic]

სურათი №2

[pic]