მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.08.2013 ძალადაკარგული 04.11.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.017378
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2013 წლის 16 აგვისტო

ქ.თბილისი

მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“, „ე“ და „ი“ ქვეპუნქტების, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36‑ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 18 ივლისის №437 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მიზნობრივი სოციალური პროგრამა „სოციალური სახლი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

მიზნობრივი სოციალური პროგრამა

„სოციალური სახლი“

მუხლი 1
ამ პროგრამის მიზანია სოციალურად შეჭირვებული შინამეურნეობებისთვის, დროებითი ღონისძიების სახით, „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა. 
მუხლი 2
1. „სოციალური სახლი“ წარმოადგენს სერვისს, რომელიც მიეწოდებათ ერთ ოჯახად მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ შინამეურნეობებს (შემდგომში – პროგრამის ბენეფიციარი).

2. პროგრამაში ბენეფიციარად განსაზღვრა, ჩარიცხვა/ამორიცხვა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გადაწყვეტილებით.

3. პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი), რომელიც:

ა) სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების (მ.შ. წერილი, ბრძანება, და ა.შ.) საფუძველზე აფორმებს ხელშეკრულებას „სოციალური სახლის“ პროექტის ფარგლებში შესაბამის ბენეფიციართან;

ბ) ამტკიცებს „სოციალური სახლის“ სერვისის მიწოდების წესებსა და პირობებს („სოციალური სახლით“ სარგებლობის შინაგანაწესს, ბენეფიციარის უფლებება/მოვალეობებს და სხვა);

გ) მონიტორინგს უწევს ამ პროგრამის ფარგლებში „სოციალური სახლის“ სერვისით სარგებლობის პროცესს.

მუხლი 3
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე,  შესაძლებელია განხორციელდეს ფონდის ბალანსზე არსებული ცალკეული მოძრავი ნივთების დროებით სარგებლობაში გადაცემა (თხოვების ფორმით) ფონდსა და ბენეფიციარის სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს შორის, გაფორმებული ქონების დროებითი სარგებლობის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 

მუხლი 4
1. „სოციალური სახლის“ სერვისით მოსარგებლე ბენეფიციართა უფლებები, მოვალეობები და „სოციალური სახლის“ სერვისის სარგებლობის წესები განისაზღვრება ფონდის მიერ.

2. პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვროს 2014 წლის 1 ივნისამდე.

მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული მიზნობრივი სოციალური პროგრამა „სოციალური სახლი“.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

მიზნობრივი სოციალური პროგრამა „სოციალური სახლი“

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.11.2022.
როდის იქნა მიღებული „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“?
„მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №211. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.017378.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.11.2022-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიზნობრივი სოციალური პროგრამის „სოციალური სახლის“ დამტკიცების შესახებ“, №211, 16.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.017378 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1991595/