საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №59 |
|
2013 წლის 20 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ-პოლიტიკური ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის, სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სტრატეგიული დოკუმენტებისა და გეგმების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
გარემოსდაცვვითი, სატყეო და მომიჯნავე დარგების (ბიომრავალფეროვნების დაცვა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და სხვა) პრობლემების ცოდნა;
ზ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
თ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად, Excel-კარგად, Power Point-ძალიან კარგად, Outlook-ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
სატყეო პოლიტიკის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ტექნიკური, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან იურიდიული სპეციალობით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
სამართლებრივი და სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
მუხლი 3.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
1.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ან საერთაშორისო მიმართულებით;
ბ)
შესაბამის სფეროში საჯარო, საერთაშორისო და სხვა სექტორებში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია გერმანული და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
2.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება სატყეო ან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებით (უპირატესობა ენიჭება მეტყევის სპეციალობას);
ბ)
სატყეო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
გ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრთან გათანაბრებული;
დ)
სატყეო სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №18 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის დებულების ცოდნა;
ე)
უპირატესობა ენიჭება სამართლებრივ და სტრატეგიულ დოკუმენტებთან მუშაობის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილებას;
ვ)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - კარგად, Excel-კარგად, Power Point- კარგად, Outlook- კარგად) ცოდნა;
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.023.016184.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.06.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №59, 20.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016184 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1993340/