წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.08.2013
ძალის დაკარგვა 15.07.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.07.2014
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2013 წლის 22 აგვისტო
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №35 დადგენილება(სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.000192, თარიღი 12/08/2010)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის არქიტექტურულ-მშენებლობით პროცესს, ადგენს ტერიტორიულ სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-საამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაციას და დადგენილი წესით წარადგენს დასამტკიცებლად; ხელს უწყობს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობას, დასუფთავებას და კომუნალურ მომსახურებას; ახორციელბს მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზებას; შიდამუნიციპალური სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულირებასა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-პატრონობას; შეიმუშავებს ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების თაობაზე წინადადებებს, ორგანიზაციას უწევს მათ გაწერასა და ამოღებას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას; კონტროლის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების შესრულებაზე; დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების და ვადების განსაზღვრას, კონტროლის განხორციელებას მათ შესრულებაზე;
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართვლოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი.
4. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფა ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25.
მუხლი 2🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) წინადადებების მომზადება თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე; თვითმმართველი ერთეულის ფარგლებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა; თვითმმართველი ერთეულის სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის წინადადებათა შემუშავება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების პროექტების მომზადება, განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენა; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების პროექტების მომზადება; დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; მშენებლობაზე ნებართვების გაცემის კოორდინირება, მშენებლობის პროექტის შეთანხმების კოორდინირება; მშენებლობისათვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადება; საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა; მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების კოორდინირება; სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელება, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დამთავრებამდე; ურბანული ტერიტორიების გარე იერსახეზე ზრუნვა და კონტროლი; გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრა და რეგულირება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება; შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებაზე წინადადებების შემუშავება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შენობებისა და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების შეთანხმება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება; დასახლებებში კომუნალური დარგის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრა, დასახლებებში გარე განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, დასახლებებში სახლების ნუმერაცია; ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების, გამწვანების ზონების მოწყობის; მოსახლეობის საბინაო-კომუნალური მომსახურების; მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზება;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ორგანიზება-მართვა, ტრანსპორტის სფეროს რეაბილიტაცია-განვითარების, პროგრამის პროექტების მომზადება, კოორდინაცია, კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვებისათვის ნებართვების გაცემის პროცედურების კოორდინირება; გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფაზე წინადადებების მომზადება; საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა.
ე)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ზ) სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის, ან დემონტაჟის შეჩერება დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებანი
ა) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;
ბ) განიხილოს და შეითანხმოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, გარე ფორმების ელემენტების (მათ შორის, მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განთავსების საკითხები;
გ) მოამზადოს დასახლებათა იერსახის გაუმჯობესებისათვის საპროექტო-საინვესტიციო წინადადებები;
დ) მოახდინოს მშენებარე და რეკონსტრუქციაში მყოფი ობიექტების ინსპექტირება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს საზედამხედველო ობიექტებში კონტროლის მიზნით;
ვ) დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამშენებლო ობიექტების ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვებაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გატარება;
ზ) შეაჩეროს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობა ან დემონტაჟი დადგენილი წესის შესაბამისად;
თ) დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივად დემონტაჟის შესახებ;
ი) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
კ) განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენა;
ლ) დააწესოს კონტროლი ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობის ან/და იერსახის თვითნებურ შეცვლაზე;
მ) კონტროლი გაუწიოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებას;
ნ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
ო) სამსახურს უფლება აქვს გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში;
პ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის სტრუქტურა
სამსახური აერთიანებს:
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილებასა და სამსახურის სხვა საჯარო მოხელეებს.
მუხლი 5🔗.
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების მუშაკთა ფუნქციები
ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, პროექტის – სანებართვო პირობების დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებას ან/და დემონტაჟს, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; შემოწმების პროცესში ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
გ) სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობის, ან დემონტაჟის შეჩერებას დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) დადგენილი წესით გადაწყვეტილების მიღებას კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ე) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ დოკუმენტაციის მომზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების თაობაზე;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმებას დადგენილი წესით, წინადადებების მომზადებას მათი საქმიანობის შეჩერების, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;
ზ) კონტროლს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, შენობათა საძირკველის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გადატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
თ) კონტროლის განხორციელებას ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრაზე, ამოძირკვაზე და დაზიანებაზე;
ი) მიწათსარგებლობის წესების დაცვას კომპენტენციის ფარგლებში;
კ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენას, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებას;
ლ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“, ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსითა“ და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას;
მ) კონტროლის განხორციელებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო, გარემოსდაცვითი წესების შესრულებაზე; შემოწმების პროცესში საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნას ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, ორგანიზაციისა და დაწესებულებისაგან (განურჩევლად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა); დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებების და ვადების განსაზღვრას და კონტროლს მათ შესრულებაზე.
მუხლი 6🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი წარდგინების საფუძველზე იღებს დადგენილებას დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ;
ზ) არქიტექტურულ-საამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი წარდგინების საფუძველზე ამზადებს დადგენილების მისაღებად შესაბამის დოკუმენტაციას დამრღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების შესახებ;
თ) დადგენილი წესით აჩერებს სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობას ან უნებართვო დემონტაჟს;
ი) მშენებლობის მონაწილეებზე გასცემს შესაბამის მიწერილობებს პროექტის, საამშენებლო ნორმებისა და წესების ან/და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების თაობაზე;
კ) უქმნის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი ან სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 7🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.