წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 |
|
2014 წლის 15 ივლისი ქ. წყალტუბო |
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
010250020.35.122.016154 . 30/08/2013).
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია - ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;
ბ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნას და განვითარებას;
ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების შემუშავებას;
კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
ლ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციასა და აღკვეთას;
მ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლოატაციის საკითხებზე;
ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობას;
ო) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას;
ბ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
გ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.07.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №37. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016206.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.09.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №37, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016206 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2398657/