წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2013 წლის 22 აგვისტო ქ. წყალტუბო |
|
დანართი №1
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25.
ა) სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას სკოლამდელი აღზრდის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში;
ბ) დარგში შემავალი სფეროების განვითარების კონცეფციის შემუშავებას, მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე და ამ მიმართულებით განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
დ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს;
ე) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს;
ვ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას და მონიტორინგს;
ზ)წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების აღრიცხვას, მოკლე ისტორიისა და ფოტომასალის მოძიებას და კომპიუტერული ვერსიის შედგენას.
თ) ახალგაზრდა თაობის ჩართვას საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში;
ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ჯანსაღი განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას;
კ)თავისუფალი დროის ორგანიზებას, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების განხორციელებას;
ლ) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
ა) მოითხოვოს და მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოებისა და დაწესებულებების წარმომადგენლები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს: გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) უქმნის მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.