წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 22.08.2013
ძალის დაკარგვა 15.07.2014
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ კაპანაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.07.2014
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2013 წლის 22 აგვისტო
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №5 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ.გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016139.25.02.2013).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარენოდარ კაპანაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას, მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზებას, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკ-აქტორების იდენტიფიცირებას), შემუშავებას, განხორციელებას და მოსახლეობის ინფორმირებას.
2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს საკანონმდებლო აქტები, გამგეობის დებულება და ეს დებულება.
3. სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. სამსახურის საქმიანობის და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4. სამსახურს უფლება აქვს გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ სასამართლოში.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №25.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან (სპეციალისტებისაგან), რომელთა საშტატო რიცხოვნობა და თანამდებობათა დასახელება განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.
2. სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ანთავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფლებამოსილებანი
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულების მართვას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ვ) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ზ) დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
თ) სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ი) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებათა მართვას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
ლ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის პროცესში მყოფი მსჯავრდებულების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას;
მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილი მოსახლეობის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების აღრიცხვას და მათ სოციალურ უფლებათა დაცვის ხელშეწყობას;
ნ) კონტროლის დაწესებას უმწეოთა სასადილოს მუშაობაზე და მონიტორინგის წარმოებას.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს გამგეობის სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს: გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) უქმნის მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
თ) მოამზადოს გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი საკრებულოს სამართლებრივი აქტებისა და გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულებები
სამსახურის რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ამ ნორმატიული აქტების საფუძველზე გამოცემული ბრძანების მიხედვით.