წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.07.2014 ძალადაკარგული 05.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.122.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/07/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2014 წლის 15 ივლისი

ქ. წყალტუბო

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
   „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ.“ ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   დამტკიცდეს  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ჯანმრთელობის,  სოციალური  დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა  საქმეების სამსახურის  დებულება (დანართი №1).
მუხლი 2
   ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ჯანმრთელობის,  სოციალური  დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა  საქმეების სამსახურის  დებულების დამტკიცების  შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს №23 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.122.016157.  30/08/2013)
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე



 დანართი №1 
წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ჯანმრთელობის,  სოციალური  დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა  საქმეების სამსახურის  დებულება
მუხლი 1. ზოგადი  დებულებები
1. ჯანმრთელობის, სოციალური  დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა  საქმეების სამსახური (შემდგომში  –  სამსახური)  წარმოადგენს  გამგეობის  სტრუქტურულ  ერთეულს,  რომელიც  უზრუნველყოფს  ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილთა და ვეტერანთა საქმეებზე მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი  აქტების შესაბამისად.


მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან.

 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.


მუხლი 3. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის.

ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს,დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.

 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.


მუხლი 4. სამსახურის  ფუნქციები
   სამსახური  დადგენილი  წესით  უზრუნველყოფს:

ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;

გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას;

დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;

ე) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.09.2014.
როდის იქნა მიღებული „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.07.2014. მიმღები ორგანო — წყალტუბოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.122.016203.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.09.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დევნილთა და ვეტერანთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №34, 15.07.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016203 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2398556/