საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2013
ძალის დაკარგვა 22.09.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 110060020.22.027.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება 29.12.2004
დოკუმენტის ტექსტი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№48
2013 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
განისაზღვროს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია დანართის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №254 ბრძანება.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
დანართი
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები
1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, საჩხერისა და ამბროლაურის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
2. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
3. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
4. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
5. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – გორის, ხაშურის და მცხეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.
6. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.