საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.000.39.036.006.958
საქართველოს გენერალური პროკურორის
ბრძანება №9
2004 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
„პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ” და „ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ოპტიმიზაცია და მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი №1
საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ნუსხა
1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურები.
2. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – მცხეთის და დუშეთის რაიონული პროკურატურები.
3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – ქ. რუსთავის საქალაქო პროკურატურა, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურები.
4. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა – გორის და ხაშურის რაიონული პროკურატურები.
5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.
6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქ. ქუთაისის საქალაქო პროკურატურა, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურები.
7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ქ. ფოთის საქალაქო პროკურატურა, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურები.
8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საოლქო პროკურატურა – ქ. ბათუმის საქალაქო პროკურატურა და შუახევის რაიონული პროკურატურა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.01.2005.
- როდის იქნა მიღებული „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
- „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 29.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 110060000.39.036.006958.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.01.2005-დან.
- სად არის „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.01.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“, №9, 29.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 110060000.39.036.006958 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384061/