საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.01.2005 ძალადაკარგული 02.02.2007
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
110060010.39.036.006979
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.006.979

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №2

2005 წლის 5 იანვარი

ქ. თბილისი

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

“პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “გ” და “ო” ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს პროკურა-ტურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ოპტიმიზაცია და მათი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი №1).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს გენერალური პროკურორის 2004 წლის 29 დეკემბრის №9 ბრძანება.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების ნუსხა

1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურები.

2. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – მცხეთის და დუშეთის რაიონული პროკურატურები.

3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურები.

4. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა – გორის და ხაშურის რაიონული პროკურატურები.

5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურები.

6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურები.

7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურები.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2007.
როდის იქნა მიღებული „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 05.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 110060010.39.036.006979.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2007-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“, №2, 05.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.006979 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384077/