საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.02.2007 ძალადაკარგული 12.07.2007
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
110060010.39.036.009923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 02/02/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.060.010.39.036.009.923

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №5

2007 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურის სისტემის ოპტიმიზაციისა და საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ვბრძანებ:

1. საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს თანდართული ნუსხის შესაბამისად (დანართი).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 5 იანვრის №2 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი

საქართველოს პროკურატურის სისტემაში შემავალი საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები

1. კახეთის საოლქო პროკურატურა – გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

2. მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა – მცხეთის და დუშეთის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

3. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა – რუსთავის, ბოლნისის და მარნეულის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

4. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურა – გორის და ხაშურის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

5. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა – ახალციხის და ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

6. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა – ქუთაისის, ზესტაფონის, სამტრედიის, ჭიათურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ცაგერის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.

7. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა – ფოთის, ზუგდიდის, სენაკის და მესტიის რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიები.“.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“?
„საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 02.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 110060010.39.036.009923.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.07.2007-დან.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „საოლქო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“, №5, 02.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 110060010.39.036.009923 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384522/