საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129
სარეგისტრაციო კოდი
010240020.22.025.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №129

2013 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი ტექნიკური განათლება ნავთობისა და გაზის სფეროში (პრიორიტეტი მიენიჭება ნავთობისა და გაზის  საბადოების დამუშავებისა და ექსპლუატაციის  სპეციალისტებს);

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 15 წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Internet“-ის ცოდნა (კარგად);

დ) ინგლისური და რუსული  ენების ცოდნა (კარგად);

ე) საქართველოს ნავთობისა და გაზის საოპერაციო ინფრასტრუქტურის ცოდნა;

ვ) ნავთობისა და გაზის სფეროს ზოგადი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ცოდნა;

ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 13 მაისის №93 ბრძანებისა და „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 9 იანვრის №2 ბრძანების ცოდნა.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.08.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №129. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.22.025.016111.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №129, 29.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240020.22.025.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2001726/