საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №140 |
|
2013 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი გამოცდილება (მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება);
გ) ენერგეტიკის სფეროში იურიდიული შინაარსის დოკუმენტაციის (ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების) მომზადების გამოცდილება, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
დ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, აგრეთვე მათი სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;
ვ) იურიდიული ხასიათის ელექტრონული პროგრამების ცოდნა („საკანონმდებლო მაცნე“, „Codex“);
ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის საფუძვლიანი ცოდნა;
თ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (კარგად);
ი) „საქართველოს კონსტიტუციის“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“, „საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“ „ საქართველოში განახლებადი ენერგიის ახალი წყაროების მშენებლობის უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 18 აპრილის №107 დადგენილების, „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილების, „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილების, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებისა და „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის №114 ბრძანების ცოდნა.