ანზორ თხილაიშვილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66-უ.ს.რ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

 

ანზორ თხილაიშვილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 125-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, არჩეულ იქნეს ანზორ თხილაიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების სატყეო ადმინისტრაციებში ხე-ტყის ფონდების გამოყოფის, მათი ათვისების, ტყის დაცვისა და ქარსაფარ ზოლებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით საკითხის შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარედ, საკითხის შემსწავლელი ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.  

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                          ავთანდილ ბერიძე

 

ჩაქვი,

2013 წლის 22 აგვისტო   

66-უ.ს.რ.ს.