„თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 იანვრის №22 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №690 |
|
2013 წლის 2 სექტემბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 3.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ზ) ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ი) უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
კ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი;
რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 4.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში:
ა) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
თ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
ი) წყლის რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
მ) კლიმატის ცვლილების სამსახურის ხელმძღვანელი;
ნ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;
პ) მიწის რესურსების დაცვისა და წიაღის სამსახურის ხელმძღვანელი;
ჟ) სატყეო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელი;
რ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სატყეო საბაზისო‑სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 6.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ვ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
თ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ი) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“;
„მუხლი 8.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი;
რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი;
ს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;
ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ხელმძღვანელი;
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ხელმძღვანელი;
ფ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სმართ ლოჯიქის (SMART LOGIC) ხელმძღვანელი;
ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი;
ღ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 91.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში:
ა) სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ე) სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ზ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.“;
„მუხლი 10.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში:
ა) დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ბ) მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
დ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ე) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე;
თ) ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი;
ი) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 12.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:
ა) სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საფინანსო - ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
მ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
„კ7) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ8) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ9) ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;“;
„მუხლი 14.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;
ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ვ) საფინანსო‑სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) საინფორმაციო‑ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საექსპერტო‑კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ი) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
კ) რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ლ) ოპერატიულ‑ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
მ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ნ) სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ო) ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
პ) სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი;
ჟ) ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
რ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ს) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ტ) საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
უ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ქ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ღ) მცხეთა‑მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ყ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
შ) სამცხე‑ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჩ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ც) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ძ) სამეგრელო‑ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
წ) იმერეთის, რაჭა‑ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჭ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ხ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჰ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჰ1) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჰ2) საჯარო სამართლის იურიდიული პირი -„112“ (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჰ3) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ჰ4) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.“;
„ი) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
„კ1) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“;
„მუხლი 16.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
ზ) სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;
თ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 17.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:
ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
თ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;
კ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი;
ლ) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;
მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის ხელმძღვანელი;
ო) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ხელმძღვანელი;
პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი171.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი.
172 მუხლი:
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
ა) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი;
ბ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
გ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;
დ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;
ე) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.“.
„მუხლი 173.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში:
ა) სახელმწიფო მინისტრი;
ბ) სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
გ) სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
დ) ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
ე) პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;
ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი.“;
„მუხლი 23.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში:
ა) გენერალური აუდიტორი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
თ) აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ი) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
მ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ნ) პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;
ო) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
პ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.“;
„მუხლი 25.
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში:
ა) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
დ) საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ზ) რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.
|