საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

დანართი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის
− სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. ის არის აფხაზეთის უპირველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – 1932 წელს დაარსებული სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (1979 წლიდან – სოხუმის /აფხაზეთის/ სახელმწიფო უნივერსიტეტის) და 1989 წლის 14 მაისს შექმნილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის  უშუალო სამართალმემკვიდრე.

სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის მრავალსაუკუნოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების მატარებელი უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც ეფუძნება ქართველი და აფხაზი ხალხების სულიერ და ინტელექტუალურ ფასეულობებს. უნივერსიტეტს საგანმანათლებლო და სამეცნიერო მოღვაწეობასთან ერთად ჯეროვნად აქვს გაცნობიერებული თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ზოგადკულტურული ფუნქცია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის ჩატეხილი ხიდის გამთელებისა და აფხაზეთში ქართულ-აფხაზური ისტორიული თანაცხოვრების აღდგენის საქმეში. მისი მთავარი მიზანია ახალგაზრდობისათვის მსოფლიოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო განათლების მიცემა, ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარი ღიაა ყველა სტუდენტისა და პროფესორისათვის განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა.

თავი Iზოგადი დებულებებ