მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 02.09.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 28.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2013 წლის 2 სექტემბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს “თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი
დანართი 1
დამტკიცებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2013 წლის 2 სექტემბრის №38 დადგენილებით
მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:
საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი.
ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში - მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით.
გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამული ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა” და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთის აქვს ვერცხლის სარჩული.
მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:
მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3.
დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით.