მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016420
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2018 წლის 28 თებერვალი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.  
მუხლი 3
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

 

მუხლი 4
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას.

 

მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბი, დროშა) დამტკიცების შესახებ“ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 სექტემბრის დადგენილება №38 (სსმ, 09/09/2013, 010250020.35.153.016178).

 

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე



დანართი

 



 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი.

ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე, გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი  და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში – მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით.

გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთას აქვს ვერცხლის სარჩული.

მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3.

დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.02.2018.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.02.2018. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №26. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.153.016420.
რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“, №26, 28.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016420 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4082770/