მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
02.09.2013 ძალადაკარგული 28.02.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (5 მუხლი)
 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №38

2013 წლის 2 სექტემბერი

ქ. მცხეთა

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად №1 დანართისა.
მუხლი 2
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) გამოყენება და დაცვა განხორციელდეს “თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. 
მუხლი 3
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 4
მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქაშიაშვილი



დანართი 1
დამტკიცებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

               2013 წლის 2 სექტემბრის №38 დადგენილებით

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი წარმოადგენს:

საგერბე ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი.

ფარის პირველ ნაწილში, მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის პერანგი (კვართი); მეორე ნაწილში – ვერცხლის ორკაპა ჯვარი  და ძველი ოქროს გვირგვინი; მესამე ნაწილში გამოსახულია – ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით; მეოთხე ნაწილში - მეწამულ ველზე, ვერცხლის მოკვეთილი ხელი ვერცხლის (თეთრი) გონიოთი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით.

გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამული ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა – „მცხეთა” და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთის აქვს ვერცხლის სარჩული.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის დროშა წარმოადგენს:

მართკუთხა მეწამულ (წითელ) ნაჭერს პროპორციით 2/3.

დროშის მეწამულ ველზე, ცენტრში, გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ჰერალდიკური ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ვერცხლის (თეთრი) ჯვრით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2018.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.09.2013. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.153.016178.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 28.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბის, დროშის) დამტკიცების შესახებ“, №38, 02.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016178 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2009054/