„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, მის ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას;
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, კანონმდებლობით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით;
1.3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას;
1.4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი;
1.5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს;
1.6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახური“.
ა) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზებას;
ბ) შესყიდვების პროცესის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
გ) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზაციების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადებას;
დ) შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას;
ე) დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადებასა და განხორციელებას;
ვ) შესყიდვის ხელშეკრულების პროექტის მომზადებას, კონტროლს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების დაცვაზე;
ზ) ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვებას დაგეგმილი და წარმოებული მუნიციპალური შესყიდვების, მუნიციპალური შესყიდვის არსებული და შესაძლო ობიექტის პოტენციური მომწოდებლებისა და მუნიციპალურ შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მოწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ;
თ) შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
3.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.