მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულება
1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
1.3. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახური“.
2.2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილებსი საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამეურნეო განყოფილება;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
3.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
5.2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სარგებლობაში და საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, დალაგება-დასუფთავებას და დაცვას;
ბ) საოფისე ავეჯის მოვლა-პატრონობას და რემონტს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისათვის საოფისე მასალების განაწილება;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის სარგებლობის წესების დაცვას;
ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
6.2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) კომპიუტერების და სხვა საოფისე ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
ვ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.