ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2014 წლის 27 აგვისტო ქ. მცხეთა |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
2.სამსახური წარმოადგენს მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზესახანძრო დაცვის და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.
3.სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, მერიის დებულება, ეს დებულება და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
4.სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
5.სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. №7
2.სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და სპეციალისტებისაგან.
3.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა)სახანძრო დაცვის განყოფილება,
ბ)სამაშველო განყოფილება.
ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე, რომელსაც პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო სამუშაოების ჩასატარებლად;
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ)ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ)განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზების და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
2.სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
3.სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2.სახანძრო დაცვის განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს:
ა)შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება მერიის საზღვრებში;
ბ)საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში;
გ)ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი სისტემების შექმნა;
ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და საშუალებების გამოყენება;
თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება;
ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა;
კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის, აგრეთვე სხვა სახანძრო ძალებისა და საშუალებებისა ჩაბმის ორგანიზება;
ლ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა;
მ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2.სამაშველო განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) სრულყოს თანამშრომელთა ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება; მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად;
ბ) აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს;
გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;
დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები;
ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;
ვ)მიიღოს მონაწილეობა ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მეზობელ მუნიციპალიტეტებში სამაშველო საქმიანობაში;
თ) საცხოვრებელი სახლების ხანძრების ლიკვიდაციის დროს მონაწილეობს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაზე
ი) დაიცვას უსაფრთხოების წესები სამუშაოების შესრულებისას;
კ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
3.სამსახურეობრივი მოვალეობების განხორციელებისას მომუშავე პირები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში;
2. აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.