მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2018 წლის 2 თებერვალი ქ. მცხეთა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
2. სამსახურის განყოფილება შედგება ხელმძღვანელისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ქონების მართვის და აღრიცხვის განყოფილება;
ბ) ეკონომიკის განყოფილება;
გ) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება;
დ) სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილებების მიხედვით, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
2. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3. სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს სტრატეგიულ განვითარების გეგმებს, პროექტებს და წინადადებებს წარუდგენს სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
2. განყოფილების ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წინაშე.
3. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით, მერის ბრძანების საფუძველზე, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას, რეგისტრაციასა და მის მიზნობრივ გამოყენებაზე მონიტორინგს;
ბ) წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემასთან დაკავშირებით;
გ) წინადადებების, პროექტებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა-განკარგვასთან დაკავშირებით;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული ქონების შესახებ ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადებას;
ე) მონიტორინგს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოყენებაზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლასთან დაკავშირებით;
ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციებისა და ფასიანი ქაღალდების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას; მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას;
თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) მონაწილეობის მიღებას მუნიციპალიტეტის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრასა და საშუალო და გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებაში;
ბ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად, საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საინვესტიციო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განხილვაში მონაწილეობას;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, წინადადებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე წინადადებების მომზადებას;
ვ) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების შემოღებასთან და ზონირებასთან დაკავშირებით;
ზ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას;
ბ) დებიტორული დავალიანების მქონე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ინფორმირებას;
გ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს;
დ) დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ხელშეკრულების დადებას;
ე) ყოველთვიურად მოთხოვნის შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების მომზადებასა და დარიგებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთათვის;
ვ) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ურთიერთშედარების ატქების შედგენას;
ზ) დროებით შეჩერებული ან დახურული ობიექტების აღრიცხვას;
თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
ი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირებას (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას);
კ) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან SMS-ს შეტყობინების გაგზავნას დებიტორული დავალიანების შესახებ;
ლ) „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის მოსაკრებელის შემოღების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი პროექტების მომზადებას;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და დაინტერებული პირებისთვის მიწოდებას;
ბ) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების ხელშეწყობას;
გ) საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
დ) სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი და შესანახი ინფრასტრუქტურის, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების, მომსახურების ცენტრების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მომზადებას და დაინტერესებული უწყებებისთვის/პირებისთვის მიწოდებას;
ე) სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული გეგმის განხორციელების ხელშეწყობას;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სავარგულების, კულტურების და სხვა მონაცემების შესახებ, საინფორმაციო ბაზის შექმნისთვის და მუდმივი განახლებისთვის, შესაბამისი უწყებებიდან და პირებისგან მიღებული ინფორმაციის კონსოლიდაციას;
ზ) სტიქიისგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კოორდინაციას;
თ) კომპეტენციის შესაბამისად, დაავადებული და საფრთხის შემცველი ხე-მცენარეების გადაბელვისა და მოჭრის თაობაზე მერიში შემოსული განცხადებების განხილვას;
ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
ბ) საოფისე ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, რემონტს და დაცვას;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებას;
ვ)საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №20 (სსმ. 13/10/2014. 010260020.35.153.016225) და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №16 (სსმ. 01/04/2015. 010260020.35.175.016068) დადგენილებები.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
დანართი