ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებელების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2015 წლის 26 მარტი ქ. მცხეთა |
|
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, მერიის დებულების, ამ დებულების, მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და მერის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) წინადადებების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემის თაობაზე;
გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გამოყენების მონიტორინგს, ამორტიზირებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებით წინადადებების და პროექტების მომზადებას;
დ) შესაბამისი წინადადებების და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასთან, განკარგვასთან და ქონების კატეგორიის შეცვლასთან დაკავშირებით;
ე) წინადადებების, სამართლებრივი აქტების პროექტების და ხელშეკრულებების მომზადებას ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
ვ) რეზოლუციის შესაბამისად, წერილების და განცხადებების განხილვას და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას;
ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავებას და მონაწილეობას საჯარო განხილვაში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვას, მათ ანალიზს; სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების კოორდინაციას, სხვა დოკუმენტების მომზადებას;
თ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრას;
ი) სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების მომზადებას.
2. მოსაკრებელების საკითხებში სამსახური უზრუნველყოფს:
ა) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას; დასუთავების მოსაკრებლის გადამხდელთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებას და გადახდის მონიტორინგს; ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორების პირობების ინსპექტირებას (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება);
ბ) დებიტორული დავალიანების მქონე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას და დავალიანების ამოღებას;
გ) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების მომზადებას და დარიგებას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლის გადამხდელთათვის; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ურთიერთშედარების აქტების შედგენას;
დ) დროებით შეჩერებული ან დახურული ობიექტების დაფიქსირებას შესაბამისი აქტით, რომლებიც აღრიცხულნი იყვნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებად;
ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461 და 148-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სმართალდარღვევათა ნაწილში ოქმის შედგენას.
3. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და მერის დავალებით სამსახური უზრუნველყოფს სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ანგარიშვალდებულია საკრებულოსა და მერის წინაშე, რომელსაც პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
2. სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.